ბლოგი

Covid-19 და დიაბეტი - რა უნდა ვიცოდეთ

Covid-19 დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში დამატებით რისკებს უკავშირდება. ამიტომ, ის რეკომენდაციები, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის გაიცემა, ორმაგად მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულთა და მათთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი ადამიანებისთვის. თავდაცვის მიზნით დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს უამრავი რამის გაკეთება შეუძლიათ. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია სისხლში გლუკოზის სამიზნე მაჩვენებლების შენარჩუნება და ვირუსით დასნებოვნების რისკის შემცირება.

ჩემი გამარჯვების ისტორია

საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი 41  წლის ასაკში დამისვეს. მშობიარობის შემდეგ ექოსკოპიურ გამოკვლევებს სულ ვიტარებდი, ფიბრომული კვანძი მქონდა, ვაკვირდებოდი, არ იზრდებოდა და მშვიდად ვიყავი. არაფერი მიანიშნებდა, რომ სიმსივნე მქონდა. საშვილოსნოს  ყელის კიბოს სკრინინგზე და პაპ-ტესტზე არაფერი ვიცოდი, არც ექიმს ურჩევია.

ზაფხულისთვის კანის მომზადება და კრიოთერაპია

თუ კანზე კეთილთვისებიანი  წარმონაქმნი გაქვთ, რომელიც არაესთეტიურად გამოიყურება, ზაფხულში კი ეს განსაკუთრებით ჩანს, უმჯობესია კრიოთერაპიით მათ მოცილებაზე გაზაფხულიდანვე იზრუნოთ.  ზაფხულში მათი მოშორება დისკომფორტთან და არასასურველ გართულებებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, კრიოთერაპიის შემდგომ არასასურველია მზის სხივების და აბაზანების მიღება, რადგან შესაძლოა პიგმენტური ლაქები გაჩნდეს.

რჩევები "კორონასომნიის" დასამარცხებლად

Covid-19-ზე ფიქრი დაძინების საშუალებას არ გაძლევთ? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას უკეთესი ძილისთვის. ინსომნია ბევრ ონკოლოგიურ პაციენტს Covid-19-ის პანდემიამდეც აწუხებდა. პანდემიაზე ღელვამ უძილობა კიდევ უფრო გაამძაფრა, ამ მდგომარეობას "კორონასომნიაც" კი უწოდეს.