ონკოლოგიური დაავადების დიაგნოსტირებისთვის სხვადასხვა ტიპის ტესტები და გამოკვლევები ტარდება. მათ შორისაა სხვადასხვა სახის რადიოლოგიური, მორფოლოგიური თუ ენდოსკოპიური კვლევები.
კლინიკა "კონსილიუმ მედულას" დიაგნოსტიკური ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, მოწინავე ტექნოლოგიებით და მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პერსონალით. "კონსილიუმ მედულას" დიაგნოსტიკური ცენტრი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კლინიკური კვლევების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებაში.
"კონსილიუმ მედულაში" ონკოლოგიური გამოკვლევებისთვის დანერგილია შემდეგი დიაგნოსტიკური პროცედურები:
რადიოლოგია
- კომპიუტერული ტომოგრაფია: კლინიკა აღჭურვილია TOSHIBA-ს ფირმის უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფით, რომლის მეშვეობით ორგანოთა და ქსოვილთა შრეობრივი 3D გამოსახულება მიიღება. გაიგეთ მეტი
- რენტგენი: კლინიკა აღჭურვილია SIEMENS-ის ფირმის უახლესი ციფრული რენტგენით. გაიგეთ მეტი
- მამოგრაფია: კლინიკა აღჭურვილია General Electric-ის ფირმის უახლესი 3D მამოგრაფით. გაიგეთ მეტი
- დენსიტომეტრია: კლინიკა აღჭურვილია DXA (ორმაგენერგეტიკული რენტგენოაბსორბციული დენსიტომეტრიის) უახლესი აპარატით. გაიგეთ მეტი
- ულტრაბგერა: კლინიკა აღჭურვილია Philips-ის და Toshiba-ს ფირმების უახლესი ულტრაბგერითი კვლევის აპარატურით. გაიგეთ მეტი
ლაბორატორია და მორფოლოგია
- კლინიკური ლაბორატორია: კლინიკაში ლაბორატორიული კვლევები ხორციელდება ISO-ს სერტიფიკატის მქონე ლაბორატორია SMO Pharmina-ს მიერ. ლაბორატორია ჩართულია RFB-ის (Reference Institute for Bioanalytics) გარე კონტროლის სქემებში და აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის, ამერიკული და შვეიცარული აპარატურით. გაიგეთ მეტი
- ციტომორფოლოგიური ლაბორატორია: კლინიკის ციტომორფოლოგიური ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და სისტემებით, ახორციელებს ციტოლოგიური, ბიოფსიური და პოსტოპერაციული მასალების გამოკვლევას, მასალების ბლოკებისა და მინების დამზადებას და შემდგომ დიაგნოსტიკას. გაიგეთ მეტი
ენდოსკოპიური კვლევები
კლინიკა "კონსილიუმ მედულა" აღჭურვილია Olympus-ის ფირმის ვიდეო-ენდოსკოპიური თანამედროვე სისტემით. პროცედურასთან დაკავშირებული დისკომფორტის შემცირების მიზნით ენდოსკოპიური კვლევები ტარდება გაუტკივარებით და სედაციის (ზედაპირული ძილის) პირობებში. კლინიკაში ტარდება შემდეგი ენდოსკოპიური კვლევები:
- ბრონქოსკოპია
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (ე.წ. გასტროსკოპია)
- კოლონოსკოპია
ბიოფსია
კლინიკაში დანერგილია შემდეგი სახის ბიოფსიური კვლევები:
- FNA-ბიოფსია
- თეძოს ძვლის ტრეპანობიოფსია
- მკერდის ძვლის ტვინის ასპირაცია
- მსხვილნემსიანი COR-ბიოფსია
- სარძევე ჯირკვლის ვაკუუმ-ასისტირებული ბიოფსია
- სტერეოტაქტიური ბიოფსია
- კანის წარმონაქმნების punch-ბიოფსია
- გულმკერდის კედელში ჩაზრდილი ფილტვის ფიქსირებული სიმსივნის cor-ბიოფსია ექოსკოპიის კონტროლით
- პროსტატის ტრანსრექტალური ბიოფსია
- სადიაგნოსტიკო ცისტოსკოპია
- ფილტვის და შუასაყრის წარმონაქმნების ტრანსთორაკალური ბიოფსია კტ-კონტროლით