პაციენტის უფლებები და მოვალეობები

პაციენტის უფლებები

კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ თითოეული თანამშრომლის უპირველესი მიზანია, აღმოგიჩინონ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო დახმარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ:

  1. დავიცვათ თქვენი უფლებები სქესის, ფინანსური მდგომარეობის, განათლების, რელიგიური მიმდინარეობის, რასის, კანის ფერის, ნაციონალობის, სექსუალური ორიენტაციის, ქორწინების სტატუსის მიუხედავად.
  2. დავიცვათ თქვენი უსაფრთხოება და პრივატულობა. შევქმნათ უსაფრთხო, დაუდევრობისა და შეურაცხყოფისაგან თავისუფალი გარემო.
  3. დავიცვათ თქვენი უფლება, იცოდეთ თქვენი მკურნალი ექიმისა და მკურნალობაში ჩართული ყველა პირის ვინაობა და როლი.
  4. მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი დაავადების, მკურნალობის კურსისა და გამოჯანმრთელების პერსპექტივის შესახებ თქვენთვის გასაგებ ენაზე.
  5. თქვენ უფლება გაქვთ, რომ მოითხოვოთ მკურნალობის გეგმის ცვლილება/ადაპტირება თქვენი სპეციფიკური საჭიროებებისა და შეზღუდვების მიხედვით.
  6. დავიცვათ თქვენი უფლება მიიღოთ ინფორმაცია, რომ გააზრებულად დაეთანხმოთ/უარყოთ მკურნალობის გეგმა და მიდგომა. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს პროცედურის აღწერას, ალტერნატიული მიდგომების განხილვას, მკურნალობაზე უარის თქმის რისკებს და ა.შ. გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს სასწრაფო/გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
  7. დავიცვათ თქვენი უფლება, აქტიურად იყოთ ჩართული თქვენს მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, თუნდაც ეს მკურნალობაზე უარის თქმას ნიშნავდეს.
  8. კონსულტაციები, დისკუსიები, გასინჯვა, მკურნალობა და ა. შ. პრივატულად უნდა ჩატარდეს. თქვენ უფლება გაქვთ, რომ აგიხსნან, რატომ იმყოფება ესა თუ ის ადამიანი ოთახში.
  9. დავიცვათ თქვენი მკურნალობისა და მასთან დაკავშირებული ყველა 9 ჩანაწერის კონფიდენციალურობა.
  10. რეაგირება მოვახდინოთ თქვენს ყველა გონივრულ მოთხოვნაზე.
  11. თქვენი უფლებაა, იცოდეთ ექიმთან ვიზიტის შემდეგი დრო, ადგილი და მკურნალი ექიმის ვინაობა.
  12. თქვენი უფლებაა, გაგაფრთხილონ, თუკი ექიმი და სხვა პერსონალი თქვენს კლინიკურ კვლევაში ჩართვას აპირებს. თქვენი უფლებაა უარი განაცხადოთ კვლევაში მონაწილეობის მიღებაზე. უარი არ გამოიწვევს უარყოფით დამოკიდებულებას პერსონალის მხრიდან.
  13.  თქვენი უფლებაა, საავადმყოფოში მოთავსებისას დროულად მოხდეს თქვენთვის სასურველი ოჯახის წევრის/წარმომადგენლის ინფორმირება. თქვენი უფლებაა, გადაწყვიტოთ ვის შეუძლია თქვენი მონახულება და ვის არა. გამონაკლისი შემთხვევებია, როდესაც: არ დაიშვებიან მნახველები ან საავადმყოფოს ადმინისტრაცია თვლის, რომ ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის ვიზიტი საფრთხეში ჩააგდებს პაციენტის ჯანმრთელობას.
  14. თუკი კონკრეტული ადამიანის ვიზიტი არ გსურთ, დროულად გააფრთხილეთ ამის თაობაზე საავადმყოფოს ადმინისტრაცია.
  15. თქვენი უფლებაა, დატოვოთ საავადმყოფო, მიუხედავად ექიმის რჩევისა.
  16. შეისწავლოთ ქვითარი და მიიღოთ დეტალური განმარტება ხარჯებთან დაკავშირებით.
  17. მიიღოთ დეტალური ახსნა მკურნალობის შედეგებთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მოსალოდნელი შედეგი არ დადგა.
  18. მიიღოთ საავადმყოფოდან გაწერის შემდგომი ინსტრუქციები.

 

თქვენ უფლება გაქვთ:

  • მიიღოთ თქვენს მკურნალობასთან დაკავშირებული ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის გასაგებ ენაზე.
  • მიიღოთ თქვენს მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, ან განაცხადოთ მკურნალობაზე უარი.
  • იცოდეთ მკურნალი ექიმის/ექთნის და სხვა მედპერსონალის ვინაობა.
  • მიიღოთ უსაფრთხო სამედიცინო დახმარება.
  • გაიყუჩოთ ტკივილი.
  • გაეცნოთ თქვენს მკურნალობაში გამოყენებულ ყველა მედიკამენტს.
  • რომ მოგისმინონ.
  • თავაზიანად და პატივისცემით მოგეპყრონ.
  • გაიგოთ მეორე აზრი.

 

პაციენტის მოვალეობები

თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მოვალეობებია:

  1. გამოცხადდეთ ექიმთან დანიშნულ ვიზიტზე. არ გამოცხადების შემთხვევაში წინასწარ დარეკოთ და გააფრთხილოთ ექიმი.
  2. დეტალურად აღწეროთ თქვენი სამედიცინო ისტორია, ჩივილები, წარსულში გადატანილი დაავადებები, მედიკამენტები (რეცეპტით გამოწერილი, ურეცეპტო, ხალხური მედიცინა და ა.შ.), ალერგიები, შესაძლო რისკები და სხვ.
  3. დაიცვათ ინსტრუქციები. დასვით კითხვები, რათა დარწმუნდეთ, რომ სრული ინფორმაცია გაქვთ. იყავით გულწრფელი. არ მოგერიდოთ თქმა, რომ რაღაც ვერ გაიგეთ.
  4. გაიაზროთ, რომ მკურნალობაზე უარის თქმის/ინსტრუქციების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას თქვენ თავზე იღებთ.
  5. დაემორჩილოთ საავადმყოფოს შინაგანაწესს.
  6. გამოიჩინოთ სხვა პაციენტების მიმართ თანაგრძნობა და პატივისცემა. დაიცვათ კონფიდენციალურობა და სიჩუმე. სთხოვეთ თქვენს მნახველებს, გააკეთონ იგივე.
  7. დროულად გადაიხადოთ გადასახადები.

 


 

შემუშავებულია "პაციენტის უფლებების შესახებ" საქართველოს კანონისა და საერთაშორისო გაიდლაინების საფუძველზე.

საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.