ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგით

ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიაში შებრუნებითი ლარინგეალური ნერვის დაზიანება ყველაზე საშიში გართულებაა, მან შესაძლოა პაციენტის ხმის დაკარგვა, ხმოვანი იოგების პარეზმა კი – სასუნთქი გზების ობსტრუქცია გამოიწვიოს.  

კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციული მკურნალობა უკვე მეორე წელია ტარდება ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის ფონზე. თანამედროვე გაიდლაინებით ეს პრაქტიკა მკურნალობის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს. ოპერაციის მსვლელობისას ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის სპეციალური აპარატი აკონტროლებს  ცთომილი და ლარინგეალური ნერვების ფუნქციურ მდგომარეობას და მათი დაზიანების პრევენციას უზრუნველყოფს.

ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის გამოყენებით მინიმუმამდე მცირდება შებრუნებითი ლარინგეალური ნერვების დაზიანებისა და ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკი. ლარინგეალური ნერვების ფუნქციონირება განსაზღვრავს ხმოვანი იოგების და ხორხსარქვლის მოტორულ აქტივობას, განაპირობებს ბგერის წარმოქმნას, უზრუნველყოფს სუნთქვისა და ყლაპვის ფუნქციას.

ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის გამოყენებით შესაძლებელია შებრუნებითი ლარინგეალური ნერვის იდენტიფიკაცია, ასევე, მეთოდი საშუალებას იძლევა გაანალიზდეს ნერვის ფუნქციური მდგომარეობა ქირურგიული პროცედურის მიმდინარეობისა და ოპერაციის დასრულებისას.

შედეგად:

  • ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი მინიმუმამდე ამცირებს ლარინგეალური ნერვების დაზიანების რისკს;
  • ინტრაოპერაციული მონიტორინგი აადვილებს ოპერაციის მიმდინარეობას;
  • ტექნიკურად რთული შემთხვევების, ასევე, ლიმფოდისექციის შესრულებისას ამცირებს ქირურგიული ჩარევის ხანგრძლივობას;
  • აჩქარებს პაციენტის რეაბილიტაციის პროცესს.

რამდენად ხშირად იყენებენ ენდოკრინოლოგიურ ქირურგიაში ინტრაოპერაციულ ნეირომონიტორინგს? 

ინტრაოპერაციულ ნეირომონიტორინგს იყენებენ ფარისებრი ჯირკვლის სტანდარტული და მასშტაბური ქირურგიული ოპერაციების დროს შემდეგი ნოზოლოგიებისას:

  • ერთკვანძოვანი და მრავალკვანძოვანი ჩიყვი;
  • ჰიპერთიროიდიზმი;
  • ფარისებრი ჯირკვლის კიბო რეგიონული ლიმფოდისექციით.

ენდოკრინოლოგიურ ქირურგიაში ინტრაოპერაციულ ნეირომონიტორინგს იყენებენ პაციენტებთან, რომელთაც ესაჭიროებათ:

  • განმეორებითი ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე;
  • რეტროსტერნული ან დიდი ზომის ჩიყვის მქონე პაციენტებთან, სადაც არის ეჭვი შებრუნებითი ლარინგეალური ნერვის დისლოკაციაზე;
  • უნილატერალური ხმოვანი იოგის პარეზის მქონე პაციენტებთან, რომელთაც კონტრალატერალური წილის ამოკვეთა სჭირდებათ.

კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი ტარდება კომპანია InoMed-ის NerveMonitor-ის აპარატით.

ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციებს ატარებს კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი, ქირურგი-ონკოლოგი, ენდოკრინული ქირურგი, მამოლოგი სოსო სანიკიძე.

გსურთ დაჯავშნოთ ვიზიტი “კონსილიუმ მედულაში”? შეავსეთ დაჯავშნის ფორმა ან დაგვიკავშრდით ცხელი ხაზის ნომერზე: (032) 212 20 02

 


გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.