სკრინინგი კანის ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებაა. ადრეული დიაგნოსტიკა კი, თავისთავად, დაავადების მკურნალობას ბევრად ამარტივებს. თუ თქვენ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებით, შესაძლოა კანის წარმონაქმნების სკრინინგის ჩატარება ყოველწლიურად იყოს რეკომენდებული.
თქვენ ხართ რისკის ჯგუფში, თუ:
- ხართ 50+ წელზე მეტი ასაკის;
- გაქვთ I და II ტიპის კანი და მზეზე ადვილად იწვებით;
- ბავშვობაში მიღებული გაქვთ მზის დამწვრობა;
- დიდ დროს ატარებთ მზეზე;
- ხართ სოლარიუმის მომხმარებელი;
- გაქვთ მრავლობითი (50–ზე მეტი) ხალი;
- გაქვთ კანის კიბოს ოჯახური შემთხვევა;
- გადანერგილი გაქვთ ორგანო.
კლინიკა „კონსილიუმ მედულაში” კანის წარმონაქმნების სკრინინგი დერმატოსკოპიის მეთოდის გამოყენებით ტარდება.
დერმატოსკოპია (კანის ეპილუმინესცენციური მიკროსკოპია) კანის არაინვაზიური კვლევის მეთოდია, რომლის საშუალებითაც შეუიარაღებელი თვალისათვის უხილავი კანის ეპიდერმისის, დერმო–ეპიდერმალური ზონის და პაპილარული დერმის მიკროსტრუქტურების დათვალიერება ხდება. თანამედროვე დერმატოსკოპებში პოლარიზებული და არაპოლარიზებული სინათლის სხივი ერთიანდება, რაც კანის ელემენტების უფრო ზუსტი და ამომწურავი დიაგნოსტიკის შესაძლებლობას იძლევა.
დერმატოსკოპიით შესაძლებელია კანის ავთვისებიანი, კეთილთვისებიანი, კიბოსწინარე (პრეკანცერული) და კანის სხვა დაავავადებების ადრეული დიაგნოსტიკა. დერმატოსკოპიით, ასევე, შესაძლებელია ფრჩხილების და თმის (ალოპეციის) დაავადებების დიაგნოსტიკა.
მნიშვნელოვანია, რომ დერმატოსკოპიის პროცედურის დროს ხდება დერმატოსკოპული ფოტოდოკუმენტაციის წარმოება, რაც დაავადების მონიტორინგის, დროში დაკვირვების საშუალებას იძლევა.
კანის კიბო ხილვადია! მისი ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა შესაძლებელია! დაავადების განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორი ულტრა-იისფერი გამოსხივების ზემოქმედებაა. ამიტომ ნაკლები გამოსხივების მიღება, მზის დამწვრობის თავიდან აცილება და, ზოგადად, მზის სხივების მიმართ ქცევის შეცვლა, კანის ონკო-დაავადებების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.
გსურთ დაჯავშნოთ ვიზიტი “კონსილიუმ მედულაში” და ჩაიტაროთ კანის წარმონაქმნების სკრინინგი? შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ან დაგვიკავშრდით ცხელი ხაზის ნომერზე: (032) 212 20 02
გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.