2022 წლის მაისში გაიხსნა ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი მრავალპროფილური კლინიკის "კონსილიუმ მედულას" თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალ კორპუსში. ამ კომფორტულ სივრცეში ქალ პაციენტებს შეუძლიათ შემდეგი სერვისების მიღება:
სკრინინგის უფასო სახელმწიფო პროგრამები
- გინეკოლოგია
- მამოლოგია
- ენდოკრინოლოგია
- დიაგნოსტიკა
სკრინინგის უფასო სახელმწიფო პროგრამები
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მოქმედებს კიბოს სკრინინგის უფასო სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები, რომელშიც კლინიკა "კონსილიუმ მედულა" 2017 წლიდანაა ჩართული.
"კონსილიუმ მედულას" ქალთა ჯანმრთელობის ცენტრში შესაძლებელია ჩართვა სკრინინგის შემდეგ პროგრამებში:
- ძუძუს კიბოს სკრინინგი (40-70 წლის ასაკის ქალები)
- საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (25-60 წლის ასაკის ქალები)
- ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი (თბილისში რეგისტრირებული 25-70 წლის ასაკის ქალები)
- კოლორექტული კიბოს სკრინინგი (50-70 წლის ასაკის ქალები)
ჩაერთეთ სკრინინგის პროგრამებში და ჩაიტარეთ კვლევები სრულიად უფასოდ!
შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა
გინეკოლოგია
"კონსილიუმ მედულას" ქალთა ჯანმრთელობის ცენტრის უახლესი აპარატურით აღჭურვილი გინეკოლოგიური და დიაგნოსტიკური განყოფილება შესაძლებლობას იძლევა, პაციენტს ჩაუტარდეს ყველა საჭირო ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევა. კლინიკაში შეძლებთ მიიღოთ შემდეგი გინეკოლოგიური დიაგნოსტიკური სერვისები:
- პაპ-ტესტი
- კოლპოსკოპია
- ყველა სახის ბიოფსია
- საშვილოსნოს ყელისა და ტანის დიაგნოსტიკური გამოფხეკა
- ულტრაბგერითი გამოკვლევა
- კომპიუტერული ტომოგრაფია
- ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევები
- ბიოქიმიური და სეროლოგიური გამოკვლევები
- ჰორმონებისა და ონკომარკერების დონის განსაზღვრა
მამოლოგია
მამოლოგია "კონსილიუმ მედულას" ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. კლინიკის მამოლოგიური დეპარტამენტი გთავაზობთ სარძევე ჯირკვლის პათოლოგიათა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სრულ სპექტრს. დეპარტამენტის საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და პრევენცია.
"კონსილიუმ მედულას" ქალთა ჯანმრთელობის ცენტრში შესაძლებელია შემდეგი მამოლოგიური სერვისების მიღება:
- სარძევე ჯირკვლისა და რეგიონული ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი გამოკვლევა
- 2D მამოგრაფია
- 3D მამოგრაფია-ტომოსინთეზი
ქალთა ჯანმრთელობის ცენტრში ტარდება ძუძუს სხვადასხვა სახის: მსხვილნემსიანი (cor-ბიოფსია), ასპირაციული (FNA-ბიოფსია) და სტერეოტაქტური ბიოფსიები. სტერეოტაქტური ბიოფსიის ტექნოლოგია საქართველოში მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია დანერგილი!
ენდოკრინოლოგია
კლინიკის უახლესი აპარატურით აღჭურვილ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში პაციენტს უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევა. კლინიკა, ასევე, ჩართულია დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში.
"კონსილიუმ მედულას" ქალთა ჯანმრთელობის ცენტრში ხორციელდება შემდეგი ენდოკრინოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა:
- თირეოიდოლოგია
- დიაბეტოლოგია
- რეპროდუქტოლოგია
- სიმსუქნე და წონის კორექცია
დიაგნოსტიკა
"კონსილიუმ მედულას" ქალთა ჯანმრთელობის ცენტრში ფუნქციონირებს მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ულტრაბგერითი კვლევის კაბინეტი და კლინიკური ლაბორატორია.