წესები და პირობები

გამოვხატავ თანხმობას და უფლებას ვაძლევ შპს "მრავალპროფილურ კლინიკა კონსილიუმ მედულას" საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს ჩემი პერსონალური ინფორმაცია შემდეგი მიზნებით: სამედიცინო/საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად; სხვადასხვა სტატისტიკური ანგარიშების, მონაცემების, კვლევების ან/და პრეზენტაციების მოსამზადებლად და სადემონსტრაციოდ; მარკეტინგული გამოყენებისთვის.

შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა" უფლებამოსილია, ხელმისაწვდომი გახადოს ჩემი პერსონალური ინფორმაცია მკურნალი ექიმისთვის ან/და სხვა პირებისთვის, რომელთაც აღნიშნული ინფორმაცის დამუშავება ესაჭიროებათ ზემოაღნიშნულ მიზნებთან დაკავშირებით.

გაცნობიერებული მაქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რომ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია არის საინფორმაციო ხასიათის და არ განიხილება როგორც პროფესიული სამედიცინო რჩევა.  ნებისმიერი სახის სამედიცინო მკურნალობის დაწყებამდე ყოველთვის უნდა მიმართოთ ექიმს. კლინიკა არ იღებს პასუხისმგებლობას შედეგზე, რომელიც შესაძლოა გამოწვეულ იქნას ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის, პუბლიკაციების, ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და/ან სერვისების თვითნებურად გამოყენების შემდეგ.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ბაბილინა მეიფარიანი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: 593 37 80 21

ელ-ფოსტა: b.meipariani@medconsilium.ge