ხედვა და ფასეულობები

"კონსილიუმ მედულას" მისიაა პაციენტთა მკურნალობის და მოვლის  სტანდარტის ამაღლება, პროფესიული  ცოდნის გავრცელება და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის ზრდა საქართველოსა და კავკასიაში. 

ჩვენი ფასეულობებია:

ორიენტაცია პაციენტზე
 

პაციენტი "კონსილიუმ მედულას" მთავარი ორიენტირია. 
ყველაფერი, რასაც ვამბობთ, ვგეგმავთ და ვაკეთებთ, კეთდება პაციენტისთვის, მისი ჯანმრთელობისთვის, მისი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, მისი სიმშვიდისა და მხარდაჭერისთვის.

ორიენტაცია პერსონალის განვითარებაზე
 

"კონსილიუმ მედულას" მთავარი ფასეულობა მისი პერსონალია. კლინიკის ამოცანაა შექმნას უნარ-ჩვევების, ტალანტების, ცოდნების და შესაძლებლობების რეზერვი. "კონსილიუმ მედულა" უზრუნველყოფს მისი თითოეული თანამშრომლის ჩართულობას უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში, რათა მათ შეიძინონ ახალი კომპეტენციები და უნარ-ჩვევები, შედეგად, გაძლიერდეს პაციენტზე ორიენტაცია, მუდმივად ამაღლდეს კლინიკის სანდოობა და რეპუტაცია.