კონსილიუმი

კონსილიუმი ჩვენი კლინიკის მუშაობის ძირითადი პრინციპი და მკურნალობის პროცესში საუკეთესო შედეგის მიღწევის მთავარი მექანიზმია, რაც დადასტურებულია კლინიკა "კონსილიუმ მედულას" მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. კონსილიუმი გულისხმობს პაციენტის მკურნალობის პროცესის განსაზღვრას სხვადასხვა სპეციალისტების ჩართულობით, შედეგად, საბოლოო გადაწყვეტილება კონსილიუმის მონაწილე ყველა ექიმის მოსაზრების შეჯერებით მიიღება.

კონსილიუმზე შემთხვევის განხილვის მიზანი მკურნალობის პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, რისკების და გართულებების მართვა, ასევე, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. აღსანიშნავია, რომ კონსილიუმის მუშაობა მხოლოდ შემთხვევის განხილვით და მკურნალობის დაგეგმვით არ შემოიფარგლება. კონსილიუმი იკრიბება იმდენჯერ, რამდენჯერაც ამას პაციენტის ინტერესი მოითხოვს.  

კონსილიუმის ამოცანები:

  • მოსალოდნელი სამედიცინო რისკების და გართულებების მართვა;
  • პაციენტის უსაფრთხოების დაცვა;
  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება;
  • სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე კლინიკური პროცესების წარმართვა კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

კონსილიუმის უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი;
  • შეცდომების პრევენცია;
  • მკურნალობის ეფექტიანობა;
  • კოლეგიალური ურთიერთობის სტანდარტის დანერგვა.