კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ქირურგიული დეპარტამენტის ძირითად მიმართულებას ქირურგიული ონკოლოგია წარმოადგენს. ქირურგიული დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია არაერთი ოპერაცია და დიაგნოსტიკური მანიპულაცია, რომელიც საქართველოში პირველად "კონსილიუმ მედულაში" შესრულდა.
ქირურგიული განყოფილების კლინიკური გუნდი აქტიურად თანმშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან და ხელმძღვანელობს თანამედროვე გაიდლაინებით.
კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ქირურგიული გუნდის უმაღლესი კვალიფიკაცია განაპირობებს წარმატებულ ოპერაციებს ონკოლოგიური პრინციპების სრული დაცვით.
მამოლოგიური ქირურგია
სარძევე ჯირკვლის პათოლოგიათა ქირურგიული მკურნალობა:
- რადიკალური მოდიფიცირებული მასტექტომია
- ლამბექტომია + რეგიონული ლიმფადენექტომია
- კანქვეშა მასტექტომია ძუძუს თავის შენარჩუნებით/შენარჩუნების გარეშე + რეგიონული ლიმფადენექტომია
- ტოტალური მასტექტომია
- ძუძუს სექტორალური რეზექცია
- ძუძუს დაზიანებული უბნის ამოკვეთა
- სარძევე ჯირკვლის აღდგენითი, რეკონსტრუქციული ოპერაციები
- მოდარაჯე ლიმფური კვანძების ბიოფსია