ვაკუუმ ასისტირებული ბიოფსია

სარძევე ჯირკვლის ვაკუუმ ასისტირებული ბიოფსია VAB /Vacuum-assisted breast biopsy ქირურგიული პროცედურაა, რომელიც ტარდება სპეციალური აპარატით, ადგილობრივი ანესთეზიით, ექოსკოპიის ან მამოგრაფიის კონტროლით. კანზე კეთდება დაახლოებით 5 მმ ზომის განაკვეთი. პროცედურის ჩატარების ჩვენებაა რადიოლოგიურად გამოვლენილი ძუძუს არაპალპირებადი მცირე ზომის კვანძოვანი წარმონაქმნების დიაგნოსტირება, ასევე, რადიოლოგიურად აღწერილი მიკროკალცინატების ჯგუფების გენეზის დადგენა.

პროცედურის დროს სპეციალური რობოტიზირებული ნემსი რადიოლოგიური კონტროლით შედის პათოლოგიურ არეში. ვაკუუმის საშუალებით ნემსს აქვს ქსოვილოვანი მასალის ავტომატური შეგროვების ფუნქცია, ხდება იდეალური ბიოპტატის მიღება სისხლის დანაკარგის გარეშე. მეთოდის დიაგნოსტიკური ღირებულება 100%-ს უტოლდება.

პროცედურის ბოლოს სიმსივნის სარეცლის მარკირების მიზნით შესაძლებელია მასში მეტალის კლიპის იმპლანტაცია. ვაკუუმ ასისტირებული ბიოფსიის მასალა იგზავნება მორფოლოგიურ გამოკვლევაზე.

ინფორმაცია პაციენტებისთვის
 

  • პროცედურა ტარდება ამბულატორიულად;
  • პაციენტი განსაკუთრებულ მომზადებას არ საჭიროებს;
  • პროცედურა ტარდება მწოლიარე მდგომარეობაში ადგილობრივი ანესთეზიით, ექოსკოპიის კონტროლით, არის უმტკივნეულო, არ ტოვებს კანზე ნაწიბურს;
  • სრული პროცედურის ხანგძლივობა არის 20-30 წუთი, პროცედურიდან 1 საათში პაციენტი ეწერება კლინიკიდან;
  • პაციენტი  პასუხს მორფოლოგური დიაგნოზის შესახებ იღებს 5-7 დღეში.