FNA (FINE NEEDLE ASPIRATION) ბიოფსია, იგივე წვრილნემსიანი ბიოფსია, ქირურგიული პროცედურაა, რომელიც ჩვეულებრივი 10 მლ-იანი ნემსით ტარდება. პათოლოგიური არიდან ხდება უჯრედული მასალის აღება და მისი შემდგომი ციტოლოგიური კვლევა.
პროცედურა მარტივია, კეთდება ულტრაბგერითი კონტროლით, თუმცა არ გააჩნია მაღალი დიაგნოსტიკური ღირებულება, რადგანაც შეუძლებელია სიმსივნის მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური ტიპის განსაზღვრა.
ამ სახის ბიოფსიას იყენებენ სარძევე ჯირკვლის სიმსივნური წარმონაქმნების დიაგნოსტირებისათვის, ცისტური წარმონაქმნების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისათვის, ასევე, რეგიონულ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზური დაზიანებების გამოსავლენად.
ინფორმაცია პაციენტებისთვის
- პაციენტი განსაკუთრებულ მომზადებას არ საჭიროებს;
- პროცედურა ტარდება მწოლიარე მდგომარეობაში, ადგილობრივი ანესთეზიით, ექოსკოპიის კონტროლით, კანზე განაკვეთის გარეშე;
- პროცედურის ხანგრძლივობა 3-5 წუთია და სტაციონარიზაციას არ საჭიროებს;
- პაციენტი კვლევის პასუხს იღებს 2-3 დღეში.