ძუძუს კიბოს სკრინინგი

Რატომ არის მნიშვნელოვანი ძუძუს კიბოს სკრინინგი

Სტატისტიკის თანახმად, ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა ქალებში ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებებს შორის. თუმცა ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში, დაავადების განკურნება შესაძლებელია. ადრეული დიაგნოსტიკისთვის კი სკრინინგი საუკეთესო საშუალებაა. 

Ნიშანდობლივია, რომ მსოფლიოში ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა ყოველწლიურად მცირდება, რაც უმთავრესად განვითარებულ ქვეყნებში ძუძუს კიბოს სკრინინგის დანერგვას უკავშირდება.

ვის შეუძლია ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩართვა

Საქართველოში ძუძუს კიბოს უფასო სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა 40-70 წლის ასაკის ქალებისთვისაა შესაძლებელი. უფასო სკრინინგი ტარდება 2 წელიწადში ერთხელ, ან ექიმის რეკომენდაციით, არაუმეტეს ორჯერ წელიწადში.

Რას მოიცავს ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა

ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უფასოდ ტარდება შემდეგი კვლევევები:

  • მამოლოგის გასინჯვა;
  • მამოგრაფიული გამოკვლევა;
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში:
    • ძუძუს ექოსკოპია;
    • Წარმონაქმნის Ასპირაციული ბიოფსია და ციტოლოგიური კვლევა.
       
რა არის მამოგრაფია

Მამოგრაფია არის  ძუძუს ხანმოკლე, მარტივი და უსაფრთხო რენტგენოლოგიური გამოკვლევა. 

ძუძუს გამოკვლევის ჩატარება რეკომენდებულია მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-7-12 დღეს. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე, ლაქტაციის დასრულებიდან მინიმუმ 3 თვე მამოგრაფიული გამოკვლევის ჩატარება არ არის რეკომენდებული.
 

როგორ მოვემზადოთ მამოგრაფიისთვის

ძუძუს კიბოს სკრინინგის გამოკვლევის დღეს შხაპის მიღების შემდეგ არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები: კრემი, მისაყრელი პუდრი და დეოდორანტი.

ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა

Ჩაერთეთ სკრინინგის უფასო პროგრამაში!

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" მოქმედებს ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასო სახელმწიფო პროგრამა.

გახსოვდეთ, კიბოს დამარცხების უმოკლესი გზა არის სკრინინგი. ადრეულ სტადიაზე დაავადების დიაგნოსტირება წარმატებული მკურნალობის საწინდარია.

Შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: (032) 212 20 02

ექიმები