ნინო გაბუნია, MD

ნინო გაბუნია  2018 წლიდან მუშაობს კლინიკა „კონსილიუმ მედულაში". მისი საექიმო საქმიანობა მოიცავს სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიური და არაონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტთა მკურნალობას. ამასთან, ის ჩართულია სარძევე ჯირკვლის სკრინინგის პროგრამაში.

ნინო გაბუნიას აქვს 9-წლიანი სამუშაო გამოცდილება როგორც კარდიო, ისე ზოგად ქირურგიაში მამოლოგიური მიმართულებით.

2019 წლიდან დღემდე ის არის საქართველოს უნივერსიტეტის (University of Georgia) ლექტორი და ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) დამკვირვებელი. ნინო გაბუნია არის ქირურგიული კლინიკური კვლევის კოორდინატორი.

დაავადებები

  • სარძევე ჯირკვლის პათოლოგიათა ქირურგიული მკურნალობა: 
  • ლამბექტომია/რეგიონული ლიმფადენექტომია
  • ტოტალური მასტექტომია
  • რადიკალური მასტექტომია
  • ძუძუს სექტორალური რეზექცია
  • ძუძუს დაზიანებული უბნის ამოკვეთა

სერვისები

  • სარძევე ჯირკვლის სტერეოტაქტიკური COR  და VAB ბიოფსიები
  • სარძევე ჯირკვლის FNA და COR ბიოფსია ულტრაბგერითი კონტროლით
  • ღუზის განთავსება ულტრაბგერითი კონტროლით
  • სხვა მარკირება ულტრაბგერითი კონტროლით

განათლება

2007-2013 წწ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, სამკურნალო საქმე;

2019-2024 წწ. ,,ევექსის კლინიკები“, მედიცინის რეზიდენტურა ზოგადი ქირურგიის განხრით.