მსხვილნემსიანი COR (CORE NEEDLE BIOPSY) ბიოფსია ითვლება დიაგნოსტიკის მარტივ და საიმედო მეთოდად. მსხვილნემსიანი ბიოფსია ტარდება სპეციალური აპარატით. მსხვილნემსიანი COR-ბიოფსიის მეთოდის დიაგნოსტიკური ღირებულება 98%-ს აღწევს.
მსხვილნემსიანი COR-ბიოფსიის დროს კეთდება მცირე, 2-3 მმ ზომის კანის განაკვეთი. პათოლოგიური კერიდან სტანდარტულად იღებენ 3-6 ქსოვილოვან ნიმუშს. ბიოფსიის მასალა იგზავნება მორფოლოგიურ გამოკვლევაზე.
თუ პაციენტს ესაჭიროება ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია, სიმსივნურ წარმონაქმნში ბიოფსიის აღების დროსვე ხდება მეტალის კლიპის იმპლანტაცია სიმსივნური არის მარკირების მიზნით.
კვლევის ეს მეთოდი გამოიყენება სარძევე ჯირკვლის სიმსივნური წარმონაქმნების დიაგნოსტირებისათვის.
ინფორმაცია პაციენტებისთვის
- პროცედურა ტარდება ამბულატორიულად და იგი პაციენტის განსაკუთრებულ მომზადებას არ საჭიროებს;
- პროცედურა ტარდება მწოლიარე მდგომარეობაში, ადგილობრივი ანესთეზიით, ექოსკოპიის კონტროლით;
- პროცედურა არის უმტკივნეულოა, არ ტოვებს კანზე ნაწიბურს. პროცედურის დასრულებიდან 20-30 წუთის შემდეგ პაციენტი ეწერება კლინიკიდან ბინაზე;
- კვლევის პასუხს პაციენტი იღებს 5-7 დღეში.