მამოლოგია "კონსილიუმ მედულას" ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. კლინიკის მამოლოგიური დეპარტამენტი გთავაზობთ სარძევე ჯირკვლის პათოლოგიათა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სრულ სპექტრს. დეპარტამენტის საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა.
კლინიკაში მოქმედებს ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა და მასში ჩართვა უფასოდ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქე, 40-70 წლის ქალებისთვის.
დიაგნოსტიკა
სარძევე ჯირკვლის პათოლოგიათა დიაგნოსტირებისთვის კლინიკაში ტარდება შემდეგი რადიოლოგიური გამოკვლევები:
- სარძევე ჯირკვლის და რეგიონული ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი გამოკვლევა;
- 2D მამოგრაფია;
- 3D მამოგრაფია-ტომოსინთეზი;
3D მამოგრაფი რენტგენოლოგიურ სურათებს იღებს ცირკულარულად ძუძუს ირგვლივ, სხვადასხვა კუთხით, ნაკლებია ქსოვილის კომპრესია, შესაბამისად, პროცედურისას ნაკლებია დისკომფორტი და მტკივნეულობა.
ტომოსინთეზი განსხვავდება სტანდარტული მამოგრაფიისაგან, ისევე როგორც გულმკერდის კტ-კვლევა - გულმკერდის სტანდარტული რენტგენისაგან. ტომოსინთეზის მონაცემები მეტად ინფორმატიულია, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში და მკვრივი ძუძუს შემთხვევებში.
სიმსივნური წარმონაქმნის აღმოჩენისას ტარდება:
- წარმონაქმნის მსხვილნემსიანი ბიოფსია (cor-ბიოფსია);
- წარმონაქმნის/ლიმფური კვანძის ასპირაციული ბიოფსია (FNA-ბიოფსია);
- სტერეოტაქტიკური ბიოფსია, რაც ძუძუს პათოლოგიათა დიაგნოსტირებისათვის მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოში. მსხვილნემსიანი ბიოფსიის ჩატარება შესაძლებელია მამოგრაფიული კონტროლით. ამ ტიპის ბიოფსიას სტერეოტაქტიკური (STEREOTACTIC NEEDLE BIOPSY) ეწოდება. პროცედურის ჩატარების ჩვენებაა: მამოგრაფიით გამოვლენილი და აღწერილი, ძუძუს არაპალპირებადი მცირე ზომის წარმონაქმნების, დეზორგანიზირებული უბნების, ასევე, მიკროკალცინატების ჯგუფების გენეზის დადგენა; მორფოლოგიური დიაგნოსტირება [TS1] ;
- მოდარაჯე ლიმფური კვანძების ბიოფსია-მოდარაჯე ლიმფური კვანძი წარმოადგენს იღლიის მიდამოს პირველ ლიმფურ კვანძს, რომელშიც სარძევე ჯირკვლის ყველა კვადრატიდან წამოსული ლიმფური ქსოვილი, მათ შორის სიმსივნიდან წამოსული სიმსივნური უჯრედები აკუმულირდება. მოდარაჯე ლიმფური კვანძების ბიოფსია მიჩნეულია ქირურგიული მკურნალობის სტანდარტულ პროცედურად ადრეული სტადიის ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში. ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია დამზოგველი, ნაკლებად ტრავმული ოპერაციების შესრულება, ოპერაციის შემდგომი გართულებების დაბალი მაჩვენებლებით.
კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" ფუნქციონირებს მორფოლოგიური ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბიოფსიური მასალის ციტოლოგიურ, მორფოლოგიურ და იმუნოჰისტოქიმურ კვლევას.
დაავადებები
- ძუძუს კიბო
- Carcinoma in situ
- ძუძუს კეთილთვისებიანი სიმსვნეები: ფიბროადენომა, ფილოიდური სიმსივნე, ინტრადუქტული პაპილომა, ლიპომა
- დამატებითი სარძევე ჯირკვალი
- სარძევე ჯირკვლის ცისტები
- მასტოპათია
- გალაქტოცელე
- მასკლეროზირებელი ადენოზი
- ცხიმოვანი ნეკროზი
- ქრონიკული გრანულომატოზური ანთება
- მონდორის დაავადება