"კონსილიუმ მედულას" დიაგნოსტიკის დეპარტამენტი აღჭურვილია DXA (ორმაგენერგეტიკული რენტგენოაბსორბციული დენსიტომეტრიის) უახლესი აპარატით Osteosys PRIMUS. DXA გამოიყენება ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრის მიზნით. ეს კვლევა ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტადაა აღიარებული.
Osteosys PRIMUS ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკისათვის "მარაოს" ტექნოლოგიას იყენებს. შეუძლია ერთდროულად გამოიკვლიოს სრული სხეული, გააჩნია მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა, მაღალი სიზუსტე, გამოკვლევის დიდი სიჩქარე და, ამავე დროს, მინიმალური დასხივების დოზა.
მას შეუძლია გამოიკვლიოს:
- წელის მალები
- მენჯ-ბარძაყის მიდამო
- წინამხარი
- მთლიანი სხეული
- პირდაპირ და გვერდით პროექციაში მთლიანი ხერხემალი (მორფომეტრია)
კლინიკა "კონსილიუმ მედულას" DXA აპარატის უპირატესობებია:
- სკანირების მცირე დრო: ხერხემალი, ბარძაყი – 25 წამი, მთელი სხეული - 5 წუთი;
- "მარაოს" ტიპის სკანირების ტექნოლოგია;
- ავტომატური კალიბრაცია;
- შესაძლებელია 2-3 უბნის ერთდროული სკანირება;
- შედეგები იგზავნება "ხელოვნური ინტელექტის" მქონე პროგრამაში და დგინდება გრაფიკული და ცხრილური მონაცემები; ხდება შედარება წინა კვლევებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ასაკობრივ ნორმებთან;
- აჩვენებს ძვლის მინერალიზაციის სიმკვრივის ცვლილებებს (BMD) და მოტეხილობის რისკის დონეს;
- ახდენს T-score, Z-score კალკულაციას;
- აკეთებს მთლიანი სხეულის შეფასებას - ცხიმოვანი, კუნთოვანი და ძვლოვანი მასის განაწილება სხეულში.
ინფორმაცია პაციენტებისთვის
- გამოკვლევამდე რამდენიმე დღით ადრე კვების რაციონიდან უნდა ამოვიღოთ პროდუქტები, რომელიც შეიცავს ბევრ კალციუმს (მაგალითად, რძის პროდუქტები);
- დროებით (ექიმთან შეთანხმებით) უნდა შეწყდეს ფოსფორისა და კალციუმის შემცველი პრეპატების მიღება.
თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლოა მოგცეთ დამატებითი ინსტრუქციები კვლევისათვის მომზადებასთან დაკავშირებით, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
დენსიტომეტრიული კვლევის დროს პაციენტი თავსდება აპარატის დასაწოლზე. ტარდება კვლევის ზონის სკანირება, ამ დროს პაციენტი არ უნდა მოძრაობდეს. კვლევის დროს სასურველია გეცვათ თავისუფალი სამოსი.
კვლევის დასრულებისას აპარატი გადასცემს ინფორმაციას სპეციალურ კომპიუტერს, ექიმი შეისწავლის მიღებულ მასალას და მოამზადებს დასკვნას.
პროცედურა გრძელდება 1-10 წუთი (კვლევის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კვლევის ზონების რაოდენობაზე). პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა.
დენსიტომეტრიის დროს პაციენტი მინიმალური დასხივების დოზას იღებს, რაც 20-ჯერ ნაკლებია, ვიდრე სტანდარტული გულმკერდის რენტგენის დროს მიღებული დასხივება.
დენსიტომეტრიული კვლევის ჩატარება არ არის რეკომედებული:
- ორსულობისას
- თუ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩატარებული გაქვთ რენტგენოლოგიური კვლევა ბარიუმით
- თუ ბოლო 1 კვირის განმავლობაში ჩატარებული გაქვთ რადიოლოგიური კვლევა რენტგენოკონტრასტული ნივთიერების გამოყენებით
- თუ მიღებული გაქვთ კალციუმის პრეპარატები 24 საათით ადრე
კვლევის პასუხს პაციენტი იღებს იმავე დღის ბოლოს.