კლინიკა "კონსილუმ მედულა" აღჭურვილია Philips-ის და Toshiba-ს ფირმის უახლესი ულტრაბგერითი კვლევის აპარატურით.
ულტრაბგერითი კვლევა ორგანოებისა და ქსოვილების კვლევის მეთოდია ულტრაბგერითი "ტალღების" საშუალებით. სხვადასხვა სიმკვრივის ქსოვილებში გავლით, უფრო ზუსტად კი, სხვადასხვა ქსოვილების საზღვრებს შორის გავლით, ულტრაბგერა განსხვავებულად აირეკლება მათგან. ულტრაბგერითი კვლევის მეთოდი მარტივი, ხელმისაწვდომი და სრულიად უმტკივნეულოა. მას არ ახლავს არანაირი უკუჩვენება.
კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" შესაძლებელია შემდეგი ორგანოების ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება:
- ფარისებრი ჯირკვლის
- სარძევე ჯირკვლის
- გულმკერდის ღრუს ორგანოების
- მუცლის ღრუს ორგანოების
- მცირე მენჯის ორგანოების
- გინეკოლოგიური
- საშარდე გზების
- საჭმლის მომნელებელი ორგანოების
- რბილი ქსოვილების
- სახსრების
- ლიმფური კვანძების
- არტერიების და ვენების (დოპლერის მეთოდით)
- გულის ექოკარდიოგრაფია
- სათესლე პარკის კვლევა
- წინამდებარე ჯირკვლის
- ტრანსვაგინალური და ტრანსრექტალური კვლევა