რენტგენოლოგიური კვლევა ემყარება გამჭოლი გამოსხივების გამოყენებას ორგანოთა და ჩონჩხის დათვალიერებისათვის. მისი მეთოდებია:
- რენტგენოსკოპია, როდესაც გამოსახულება მიიღება ეკრანზე რეალურ დროში;
- რენტგენოგრაფია, როდესაც გამოსახულება ფიქსირდება სურათის სახით. ციფრული რენტგენოგრაფია შესაძლებლობას იძლევა მიღებული გამოსახულება არ დავბეჭდოთ ფირზე და ჩავწეროთ კომპაქტურ დისკზე.
"კონსილიუმ მედულა" აღჭურვილია SIEMENS-ის ფირმის უახლესი ციფრული რენტგენის აპარატით, რომლის უპირატესობებია:
- რენტგენოგრაფიის და რენტგენოსკოპიის რეჟიმი
- გამოსახულების ძალიან მაღალი ხარისხი
- რენტგენის სხივის ნებისმიერი კუთხით მიმართვის შესაძლებლობა
- პაციენტის პოზიციის შერჩევა ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში
- დასხივების დაბალი დოზები
"კონსილიუმ მედულაში" ტარდება შემდეგი სახის კვლევები:
- გულმკერდის ღრუს ორგანოების კვლევა
- ძვალ-სახსართა სისტემის (ზედა და ქვედა კიდურების, ხერხემლის სვეტის, პარანაზალური წიაღების და ა.შ.) კვლევა
- მუცლის ღრუს ორგანოების კვლევა
- საყლაპავის და კუჭ-ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა კონტრასტით (ბარიუმის სულფატით)
- ირიგოგრაფია
- შარდ-სასქესო სისტემის რენტგენოლოგიური გამოკვლევა თხევადი კონტრასტით (ცისტოგრაფია, ურეთეროგრაფია, ექსკრეტორული უროგრაფია და სხვა)
- სანაღვლე გზების რენტგენოლოგიური კვლევა კონტრასტით (ქოლანგიოგრაფია)
- სალპინგოგრაფია
ინფორმაცია პაციენტებისთვის
უკონტრასტო რენტგენული კვლევისთვის პაციენტი წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კონტრასტული კვლევისას, პაციენტი წინა დღეს საჭიროებს ნაწლავების გაწმენდას, ხოლო კვლევის დროს უნდა იმყოფებოდეს უზმოდ.
ექსკრეტორული უროგრაფიის შემთხვევაში პაციენტი საჭიროებს ლაბორატორიულ კვლევას კრეატინინის დონის განსაზღვრის მიზნით.
რენტგენი ტარდება ვერტიკალურ (ფეხზე დგომით) ან ჰორიზონტალურ (მწოლიარე) მდგომარეობაში. სხვადასხვა კვლევა საჭიროებს სხვადასხვა პოზიციას, კვლევა სრულიად უმტკივნეულოა. კვლევის დაწყებამდე პაციენტმა უნდა მოიხსნას სამკაული და ყველა ის ნივთი, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს კვლევას.
კვლევის ხანგრძლივობა განსხვავებულია კვლევის ტიპების მიხედვით. უკონტრასტო რენტგენული კვლევა, უმეტესწილად, რამდენიმე წუთი გრძელდება. კონტრასტულ კვლევებს შედარებით მეტი დრო სჭირდება.
პაციენტი კვლევის პასუხს იღებს ერთი საათის განმავლობაში.