ციტომორფოლოგიური ლაბორატორია ახორციელებს ციტოლოგიური, ბიოფსიური და პოსტოპერაციული მასალების გამოკვლევას, მასალების ბლოკებისა და მინების დამზადებას და შემდგომ დიაგნოსტიკას.
კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ციტომორფოლოგიური ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურითა და სისტემებით, როგორიცაა:
- სინათლის მიკროსკოპები Nikon Ecliose 50i
- მიკროტომი Leica RM 2235
- პარაფინის ჩასაყალიბებელი აპარატი
- ანათლების გასაშრობი აპარატი
- იმუნოჰისტოქიმიური ანათლების აღდგენის აპარატი
- ციტოლოგიური, ბიოფსიური და პოსტოპერაციული მასალების გასატარებელი და შესაღები აღჭურვილობა
"კონსილიუმ მედულას" ციტომორფოლოგიურ ლაბორატორიაში ტარდება შემდეგი სახის კვლევები:
- ბიოფსიური და პოსტოპერაციული მასალების ჰისტოლოგიური გამოკვლევა, რომელიც ხორციელდება ჰემატოქსილინითა და ეოზინით, Alcian blue და Van gieson მეთოდების გამოყენებით;
- იმუნოჰისტოქიმიური გამოკლევები ხორციელდება ძუძუს სტანდარტული მარკერების გამოყენებით (ER, PR, HER2, E-კადჰერინი, CK5, P63, SMA, Ki67);
- ციტოლოგიური კვლევები: PAP- ტესტი, FNA- მასალის ციტოლოგიური კვლევა, სეროზული სითხეების სეროზული კვლევა, ძვლის ტვინის ასპირატის ციტოლოგიური კვლევა (მედულოგრამა).