კლინიკური ლაბორატორია

კლინიკაში "კონსილიუმ მედულა" ლაბორატორიული კვლევები 2003 წლიდან ხორციელდება ლაბორატორია SMO Pharmina-ს მიერ.

ლაბორატორია ჩართულია RFB (Reference Institute for Bioanalytics)-ის გარე კონტროლის სქემებში და აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის, ამერიკული და შვეიცარული აპარატურით.

SMO Pharmina ფლობს ISO სერტიფიკატს ხარისხის მენეჯმენტში. ლაბორატორია მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო კლინიკურ კვლევაში და რეგულარულად გადის სასერტიფიკაციო ორგანოების და საერთაშორისო დამკვეთი ორგანიზაციების შემოწმებას.

ლაბორატორიაში პრე- და პოსტანალიზური შეცდომების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. თითოეული პროცედურა სრულდება კვალიფიციური, ტრენირებული სპეციალისტის მიერ, ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისად. ნიმუშის მოძრაობის და პასუხის რეპორტირების სისტემა სრულად ავტომატიზებულია – ყველა ანალიზატორი უკავშირდება შიდა საოპერაციო პროგრამას.

"კონსილიუმ მედულას" ლაბორატორია მუშაობს ყოველდღე, 09:00 საათიდან 17:00 საათამდე. მოქმედებს ბინაზე გამოძახების სერვისი.

ლაბორატორიის ტექნიკური აღჭურვილობა
 

Sysmex XS500i

მწარმოებელი: Sysmex, იაპონია

მეთოდი – ფლუორესცენტული დინების ციტომეტრია სრულდება სისხლის საერთო ანალიზი ხუთმაგი დიფერენცირებით. საჭიროების შემთხვევაში სრულდება სისხლის ფორმიანი ელემენტების: ლეიკოციტური ფორმულის, თრომბოციტების და ერითროციტების მორფოლოგიის მიკროსკოპული კვლევა გამოცდილი ექიმი-ლაბორანტების მიერ.
 

Cobas C111

მწარმოებელი: ROCHE Diagnostics

მეთოდი – ელექტროქემილუმინესცენცია

სრულდება სისხლისა და შარდის ბიოქიმიური ანალიზი: გლუკოზა, ღვიძლის ფუნქციური სინჯები, თირკმლის ფუნქციური სინჯები, C-რეაქტიული ცილა, ელექტროლიტების კვლევა, D-დიმერი, გლიკოზირებული ჰემოგლობინი და ა.შ. სრულად ავტომატური, მაღალი სიზუსტის ანალიზატორი.
 

Cobas e411

მწარმოებელი: ROCHE Diagnostics

მეთოდი – ელექტროქემილუმინესცენცია

სრულდება იმუნოლოგიური ტესტები – ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, სასქესო ჰორმონები, პროკალციტონინი, ონკომარკერები, D-ვიტამინი, ვიტამინი B12, ფერიტინი. სრულად ავტომატური, მაღალი სიზუსტის მქონე ანალიზატორი.
 

Stago Start 4

მწარმოებელი: Stago, საფრანგეთი

ნახევრად ავტომატური ანალიზატორი, რომელიც სრული კოაგულაციური პანელის შესრულების საშუალებას იძლევა.
 

Urisys 1100

მწარმოებელი: ROCHE Diagnostics

შარდის საერთო ანალიზის ავტომატური ზუსტი ანალიზატორი.