გასტროენტეროლოგია

კლინიკა “კონსილიუმ მედულას” გასტროენტეროლოგიური განყოფილების საქმიანობა მოიცავს კუჭ-ნაწლავის დაავადების სიმპტომატიკის მქონე პაციენტების მიღებას, დიაგნოსტიკას და მკურნალობას უახლესი გაიდლაინების და პროტოკოლების მიხედვით.  

დიაგნოსტიკა

 კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ გასტროენტეროლოგიური პრობლემის მქონე პაციენტს  შეუძლია ჩაიტაროს:

  • ყველა სახის ლაბორატორიული კვლევა;
  • ენდოსკოპიური კვლევა თანამედროვე ენდოვიდეო აპარატურით აღჭურვილ კაბინეტში;
  • ექოსკოპიური კვლევა; 
  • რენტგენოლოგიური კვლევები;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია.
     

ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია, პაციენტის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია ჩატარდეს მსუბუქი სედაციით, რაც გამორიცხავს ყველანაირ უსიამოვნო შეგრძნებას და უხსნის პაციენტს მანიპულაციის შიშს.

„კონსილიუმ მედულა“ ჩართულია კოლორექტული (ნაწლავის) კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში. სკრინინგში ჩართვა შესაძლებელია უფასოდ, საქართველოს მოქალაქე 50-70 წლის ქალებისა და კაცებისთვის. გაიგეთ მეტი სკრინინგის პროგრამის შესახებ

მკურნალობა

გასტროენტეროლოგიური დაავადების მართვა ხდება უახლესი გაიდლაინების შესაბამისად. პაციენტის მართვის ტაქტიკას, საჭიროების შემთხვევაში, ადგენს მრავალპროფილური კონსილიუმი, რომელშიც ექიმ-გასტროენტეროლოგთან ერთად მონაწილეობას იღებენ შინაგანი მედიცინის გუნდის სხვა წევრები, ენდოსკოპისტი, რადიოლოგი, ქირურგი და, საჭიროების მიხედვით, სხვა დარგის სპეციალისტი. 

Წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტებს შეუძლიათ  სათანადო ჩვენებით მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კლინიკურ კვლევაში, რაც განაპირობებს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას უახლესი პრეპარატების გამოყენებით. 

დაავადებები

  • ეზოფაგიტი;
  • გერდ;
  • საყლაპავის ხვრელის თიაქარი;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;
  • ქრონიკული პანკრეატიტი;
  • ქრონიკული ჰეპატიტი;
  • ქრონიკული ქოლეცისტიტი;
  • ქრონიკული კოლიტი;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.