კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ქირურგიული დეპარტამენტის ძირითად მიმართულებას ქირურგიული ონკოლოგია წარმოადგენს. ქირურგიული დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია არაერთი ოპერაცია და დიაგნოსტიკური მანიპულაცია, რომელიც საქართველოში პირველად "კონსილიუმ მედულაში" ჩატარდა.
ქირურგიული განყოფილების კლინიკური გუნდი აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან და ხელმძღვანელობს თანამედროვე გაიდლაინებით.
კლინიკა "კონსილიუმ მედულას“ ქირურგიული გუნდის უმაღლესი კვალიფიკაცია განაპირობებს წარმატებულ ოპერაციებს ონკოლოგიური პრინციპების სრული დაცვით.
აბდომინური მიმართულებით კლინიკაში ტარდება ოპერაციები ღია და ლაპაროსკოპიული მეთოდით, როგორც ონკოლოგიური დაავადებების, ისე არაონკოლოგიური დაავადებების დროს:
- საყლაპავის პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა
- ოპერაციები კუჭზე და თორმეტგოჯა ნაწლავზე
- ღვიძლის და სანაღვლე გზების პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა
- ელენთის პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა
- პანკრეასის პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა
- მსხვილი და სწორი ნაწლავის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა
- მუცლის წინა კედლის პათოლოგიების (საზარდულის, ჭიპის თიაქარი, ვენტრალური თიაქარი) ქირურგიული მკურნალობა
- მუცლის ღრუს ურგენტული პათოლოგიების მკურნალობა