კოლორექტული კიბო

კოლორექტული კიბო არის სიმსივნე, რომელიც მსხვილი ან სწორი ნაწლავიდან ვითარდება.

კლინიკა "კონსილიუმ მედულა" ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტებს მკურნალობას თანამედროვე გაიდლაინებით სთავაზობს. ნაწლავის კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობის დაგეგმვა კლინიკაში ხდება კონსილიუმის წესით, რომელშიც წარმოდგენილია მულტიდისციპლინური გუნდი. 

დიაგნოსტიკა

კოლორექტული კიბოს დიაგნოსტიკისათვის ტარდება:

  • გასტროენტეროლოგის კონსულტაცია;
  • ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტი (FOBT);
  • კოლონოსკოპიური კვლევა;
  • კოლონოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღება;
  • Პათომორფოლოგიური კვლევა, იმუნოჰისტოქიმიური და გენური მუტაციების განსაზღვრა.

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" მოქმედებს კოლორექტული კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამაში ჩართვა უფასოა საქართველოს მოქალაქეობის მქონე ქალებისა და მამაკაცებისთვის, 50-იდან 70 წლის ასაკის  ჩათვლით. გაიგეთ მეტი კოლორექტული კიბოს სკრინინგის პროგრამის შესახებ

მკურნალობა

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" კოლორექტული კიბოს მკურნალობის პროცესში მონაწილეობენ: მუცლის ღრუს ქირურგი, პროქტოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, რადიოლოგი, პათომორფოლოგი, გასტროენტეროლოგი და, საჭიროებისამებრ, სხვადასხვა სპეციალობის ექიმი, როგორიცაა: ზოგადი ქირურგი, გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, უროლოგი.

კოლორექტული კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია სიმსივნის სტადიასა და ლოკალიზაციაზე, ასევე, პაციენტის ფიზიკურ მდგომარეობასა და თანხმლები დაავადებების არსებობაზე.

კოლორექტული კიბოს მკურნალობის მეთოდებია:

  • ქირურგიული მკურნალობა მკურნალობის ძირითადი მეთოდია: ხდება სიმსივნისა და სხვა დაზიანებული უბნების ამოკვეთა და ნაწლავის ფუნქციის შენარჩუნება-აღდგენა. რიგ შემთხვევებში, ქირურგიული მკურნალობა ტარდება სხივურ თერაპიასა და/ან ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში.
  • მინიმალური ინვაზიური ქირურგია (ლაპაროსკოპია) ნაკლებ ინვაზიური ქირურგიული მეთოდია: მუცლის ზედაპირზე კეთდება რამდენიმე პატარა განაკვეთი, რომელშიც თავსდება ლაპაროსკოპიული ქირურგიის ხელსაწყოები და კამერა. მათი საშუალებით ქირურგი ამოკვეთს სწორი ნაწლავის კიბოს დიდი ჭრილობის გარეშე.
  • ადიუვანტური თერაპია: ნაწლავის კიბოს ქირურგიული მკურნალობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დაიგეგმოს პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიული მკურნალობა, რაც ამცირებს რეციდივის რისკს. 
  • ქიმიოთერაპია გულისხმობს სისტემურ  მკურნალობას ქიმიოთერაპიული მედიკამენტებით დაავადების გავრცელების შეჩერებისა და მდგომარეობის სტაბილიზების მიზნით. 
  • ბიოლოგიური ტარგეტული თერაპია გულისხმობს მკურნალობას ისეთი მედიკამენტებით, რომლებიც სპეციალურად შექმნილია უშუალოდ სიმსივნურ უჯრედზე ზემოქმედებისათვის.
უყურეთ
ვიდეორგოლს

ჩვენი ექიმები