Რატომ არის მნიშვნელოვანი კოლორექტული კიბოს სკრინინგი
საწყის სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში კოლორექტული კიბოს განკურნება შესაძლებელია. თუ არ იტარებთ საჭირო სკრინინგს, ხელიდან უშვებთ კოლორექტული კიბოს პრევენციის ან ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შანსს.
ვის შეუძლია კოლორექტული კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩართვა
კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" კოლორექტული კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ქალებსა და მამაკაცებს, 50-იდან 70 წლის ასაკის ჩათვლით. უფასო კვლევების ჩატარება შესაძლებელია 2 წელიწადში ერთხელ.
Რას მოიცავს კოლორექტული კიბოს სკრინინგის პროგრამა
სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უფასოდ ტარდება :
- გასტროენტეროლოგის კონსულტაცია
- ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტი (FOBT)
- საჭიროების შემთხვევაში:
- კოლონოსკოპიური კვლევა
- კოლონოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღება
- ჰისტოლოგიური კვლევა
კოლორექტული კიბოს Სკრინინგისთვის მოწოდებული სხვა გამოკვლევები საქართველოში სკრინინგის პროგრამით არ ფინანსდება. ესენია:
- განავლის მულტიტარგეტული დნმ ტესტი
- დრეკადი სიგმოიდოსკოპია: სწორი ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილის კვლევა
- კტ კოლონოგრაფია - კვლევის არაინვაზიური მეთოდი, რომელიც ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფიით
FOBT ტესტი არის განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე. განავალში სისხლის ელემენტების არსებობის მიზეზი შეიძლება იყოს მსხვილი ან სწორი ნაწლავის კიბო ან პოლიპი, ამიტომ საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება.
ვიდეორგოლს
Ჩაერთეთ კოლორექტული კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამაში!
Შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: (032) 212 20 02