ზურაბ ზედგინიძეს აქვს 16-წლიანი ქირურგიული საქმიანობის გამოცდილება მუცლის ღრუსა და გულმკერდის ორგანოების ქირურგიული პათოლოგიების მკურნალობაში, როგორც ღია, ისე მცირეინვაზიური მეთოდებით. მას ჩატარებული აქვს 1500-ზე მეტი ოპერაცია მუცლისა და გულ-მკერდის ღრუს ორგანოებზე.
ზურაბ ზედგენიძემ, პირველმა საქართველოში, HIPEC-ის ჰიპერთერმული ინტრაპერიტონეული ქიმიოთერაპიის პროცედურა ჩაატარა CO2-ის გამოყენებით.
ზურაბ ზედგინიძე არის ფილტვის კიბოსა და ქირურგიული ინფექციების რვა საერთაშორისო კლინიკური კვლევის მთავარი მკვლევარი და თანამკვლევარი.
დაავადებები
აბდომინური მიმართულება:
- საყლაპავის პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა;
- ოპერაციები კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავზე;
- ღვიძლის და სანაღვლე გზების პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა;
- ელენთის პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა;
- პანკრეასის პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა;
- მსხვილი და სწორი ნაწლავის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
- მუცლის წინა კედლის პათოლოგიების (საზარდულის თიაქარი, ჭიპის თიაქარი, ვენტრალური თიაქარი) ქირურგიული მკურნალობა;
- მუცლის ღრუს ურგენტული პათოლოგიების მკურნალობა.
თორაკალური მიმართულება:
- საყლაპავის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
- ფილტვის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
- შუასაყრის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
- პლევრის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
- დიაფრაგმის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა.
დიაგნოსტიკური პროცედურები:
- შუასაყრის სიმსივნეების, ლიმფური კვანძების ბიოფსია, როგორც ნემსით და კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით, ასევე, თორაკოსკოპიული მეთოდით;
- პლევრის ბიოფსია.
1994-2001 წწ. პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, სამკურნალო ფაკულტეტი
2002-2005 წწ. ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი), რეზიდენტურა ზოგად ქირურგიაში
- ევროპის ქირურგ ონკოლოგთა ასოციაციის (ESSO) წევრი
- ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) წევრი
- ევროპის ენდოსკოპიურ ქირურგთა ასოციაციის (EAES) წევრი
- საქართველოს ვისცერულ ქირურგთა ასოციაციის წევრი
- საქართველოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგთა ასოციაციის წევრი
- საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის წევრი