კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის განყოფილება მართავს და მკურნალობს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის როგორც ქრონიკულ, ასევე, მწვავე დაავადებებს უახლესი გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით.
დიაგნოსტიკა
კლინიკაში „კონსილიუმ მედულა“ პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს შემდეგი სახის კვლევები საყრდენ-მამოძრაველი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაზიანებებისას:
- ყველა სახის ლაბორატორიული კვლევა
- ულტრაბგერა
- რენტგენი
- კომპიუტერული ტომოგრაფია
დაავადებები
კლინიკაში ხორციელდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის შემდეგი დაავადებების მკურნალობა:
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაზიანებები/სპორტული ტრავმა
- მწვავე ტრავმა/მოტეხილობები
- მსხვილი სახსრების დაავადებები
- ძვალ-სახსროვანი და მყეს-კუნთოვანი სისტემის პათოლოგიები
- ართროზები
ამბულატორიული პროცედურები
- ძვალ-სახსროვანი და მყეს-კუნთოვანი აპარატის პათოლოგიების არაოპერაციული მკურნალობა
- ართროზების არაოპერაციული მკურნალობა/მართვა