გიორგი მიკუჩაძე კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ქირურგი და ორთოპედ-ტრავმატოლოგია. მისი საქმიანობა მოიცავს საყრდენ-მამოძრაველი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაზიანებების, მწვავე ტრავმის/მოტეხილობების, მტევნისა და ტერფის ქირურგიას, ასევე, მსხვილი სახსრების ენდოპროტეზირებას, სახსრების ართროსკოპიას, ძვალ-სახსროვანი და კუნთოვან-მყესოვანი აპარატის პათოლოგიების მკურნალობას, პლაზმოთერაპიასა (PRP-Therapy) და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტირებას.
2015-2024 წლებში გიორგი იყო ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის, კლინიკა “ვივა-მედის”, კლინიკა “ჯერარსის”, გერმანული ჰოსპიტალის ორთოპედ-ტრავმატოლოგი ექიმი-რეზიდენტი, ტრავმატოლოგია-ორთოპედიის ცენტრის ქირურგი ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ჯერარსის კლინიკის ქირურგი ორთოპედ-ტრავმატოლოგი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ქირურგი ორთოპედ - ტრავმატოლოგი, ტყეშელაშვილის სახელობის ორთოპედია- ტრავმატოლოგიის ცენტრის ქირურგი ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ღუდუშაურის კლინიკის ქირურგი ორთოპედ- ტრავმატოლოგი, კლინიკა “პირველის” ორთოპედ-ტრავმატოლოგი და “ჯიემ მედიქალის” ორთოპედ-ტრავმატოლოგი. 2010 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებსა და ტრენინგებში.
დაავადებები
- საყრდენ-მამოძრაველი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაზიანებები/სპორტული ტრავმა
- მწვავე ტრავმა/მოტეხილობები
- მსხვილი სახსრების დაავადებები
- ძვალ-სახსროვანი და კუნთოვან-მყესოვანი სისტემის პათოლოგიები
- ართროზები
ქირურგიული ჩარევები
- ტრავმის შემდგომი მოტეხილობების/დაზიანების მინიინვაზიური ოპერაციული მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით
- კუნთ-მყესოვანი/ იოგოვანი სისტემის დაზიანების, პათოლოგიების მკურნალობა
- მტევნისა და ტერფის ქირურგია, რეკონსტრუქციული ორთოპედია
- მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსრების ენდოპროტეზირება
- ართროსკოპიული ქირურგია (მუხლის, მხრის, კოჭ-წვივის სახსრების)
პროცედურები
- ძვალ-სახსროვანი და კუნთოვან-მყესოვანი აპარატის პათოლოგიების არაოპერაციული მკურნალობა
- პლაზმოთერაპია - PRP-Therapy და სახსარშიდა ინიექციები
- ართროზების არაოპერაციული მკურნალობა/მართვა
2009-2015 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, დიპლომირებული მედიკოსი
2015-2017 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ჯანდაცვის ჯანმრთელობის ხელშეწყობის და ჯანმრთელობითი განათლების მიმართულების მაგისტრატურა
2015-2019 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი
- მსოფლიო ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის ასოციაციის წევრი (SICOT)
- ევროპის ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის ასოციაციის წევრი (EFORT)
- საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის წევრი (GSOT)
- AO foundation/trauma-ს წევრი