მტევნის ქირურგია

ხელის მტევანი — ყველაზე მძლავრი, კომპლექსური და დელიკატური ინსტრუმენტია, რაც ადამიანის სხეულს გააჩნია. მასში შერწყმულია ძალა და სიზუსტე, მოქნილობა და გამძლეობა. ის გვეხმარება ურთიერთობაში, შემოქმედებაში — ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თითოეული დეტალი მასზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მტევნის დაზიანება მხოლოდ ფიზიკური ტკივილი კი არა, არამედ დამოუკიდებლობისა და კომფორტის დაკარგვაცაა. შესაბამისად, მისი ქირურგია ერთ-ერთ ყველაზე მაღალი სიზუსტის, გამოცდილებისა და ტექნოლოგიის მქონე მიმართულებად ითვლება თანამედროვე მედიცინაში.

კლინიკაში „კონსილიუმ მედულა“ მტევნის ქირურგია არა მხოლოდ ტექნიკური ჩარევა, არამედ ხელოვნების დისციპლინაა — აქ მკურნალობა ეფუძნება სიღრმისეულ ანატომიურ ცოდნას, მაღალტექნოლოგიურ ინოვაციებსა და ინდივიდუალურ მიდგომას. ჩვენი გუნდი მუშაობს საერთაშორისო გაიდლაინებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით, რათა თითოეულ პაციენტს დაუბრუნოს მაქსიმალური ფუნქციური შესაძლებლობა, თავისუფლება და ცხოვრების ხარისხი.

ჩვენთან წარმატებით სრულდება როგორც ტრავმული დაზიანებების, ასევე ქრონიკული და სიმსივნური პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა. ყოველი ჩარევა ემსახურება ერთ მთავარ მიზანს — მტევნის ფუნქციის მაქსიმალურად სრულფასოვნად აღდგენას. 

კლინიკაში ხორციელდება შემდეგი დაავადებების მკურნალობა ქირურგიული გზით:

  • კარპალური და სხვა გვირაბის სინდრომები
  • ჰიგრომა
  • განგლიოზური კისტა, ოსტეოიდ ოსტეომა, ენქონდრომა და სხვა რბილი ქსოვილისა და ძვლების კეთილთვისებიანი სიმსივნეები
  • სახსრების დაზიანებები, თითების და მაჯის ართროზი და ართრიტი
  • დიუპიუიტრენის კონტრაქტურა, თითების მოხრითი დეფორმაცია გამოწვეული ხელისგულის აპონევროზის ფიბროზის გამო
  • ნოტის დაავადება (მოტკაცუნე თითის სინდრომი, მასტენოზირებელი ლიგამენტიტი)
  • დეკერვენის დაავადება, პირველი თითის გამშლელი მყესის ანთებითი დაზიანება, რომელიც გამოიხატება ტკივილით მაჯის არეში
  • წინამხრის, მაჯისა და მტევნის მწვავე და ხანდაზმული მოტეხილობების ქირურგიული მკურნალობა
  • თითებისა და მაჯის პოსტტრავმული კონტრაქტურების ქირურგიული მკურნალობა
  • თანდაყოლილი პათოლოგიები: პოლიდაქტილია, სინდაქტილია, ბრაქიდაქტილია და სხვა
  • რბილი ქსოვილების დამწვრობის შემდგომი დაზიანებების ქირურგიული მკურნალობა
  • ნაწიბუროვანი პათოლოგიები
  • ნერვების, სისხლძარღვების, მყესების, იოგების და სხვა სტრუქტურების დაზიანებების ქირურგიული მკურნალობა

ჩვენი ექიმები