კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ქირურგიული დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია არაერთი ოპერაცია და დიაგნოსტიკური მანიპულაცია, რომელიც საქართველოში პირველად "კონსილიუმ მედულაში" შესრულდა. ქირურგიული განყოფილების კლინიკური გუნდი აქტიურად თანმშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან და ხელმძღვანელობს თანამედროვე გაიდლაინებით.
კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ქირურგიული გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიკაციის პერსონალით.
ტრავმატოლოგიური მიმართულებით კლინიკაში ხორციელდება შემდეგი დაავადებების ქირურგიული მკურნალობა:
- საყრდენ-მამოძრაველი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაზიანებები/სპორტული ტრავმა
- მწვავე ტრავმა/მოტეხილობები
- მსხვილი სახსრების დაავადებები
- ძვალ-სახსროვანი და კუნთოვან-მყესოვანი სისტემის პათოლოგიები
- ართროზები
კლინიკაში დანერგილია ქირურგიული მკურნალობის შემდეგი მეთოდები:
- ტრავმის შემდგომი მოტეხილობების/დაზიანების მინიინვაზიური ოპერაციული მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით
- კუნთ-მყესოვანი/ იოგოვანი სისტემის დაზიანების, პათოლოგიების მკურნალობა
- მტევნისა და ტერფის ქირურგია, რეკონსტრუქციული ორთოპედია
- მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსრების ენდოპროტეზირება
- ართროსკოპიული ქირურგია (მუხლის, მხრის, კოჭ-წვივის სახსრების)