ფსიქოთერაპია

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" ფუნქციონირებს ფსიქოთერაპიული/ფსიქიატრიული სამსახური. ფსიქოთერაპევტის დახმარება ნებისმიერი დაავადების მქონე პაციენტს შეიძლება დასჭირდეს, განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს.  კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" უკვე ათი წელია ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის პროცესში, ონკოლოგთან ერთად ჩართულია ფსიქოთერაპევტი.

მკურნალობა

ფსიქოთერაპია პაციენტთან თერაპევტის რეგულარულ და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზეა დაფუძნებული, პრობლემის დასაძლევად და შინაგანი განწყობის სასურველი მიმართულებით შესაცვლელად. მკურნალობის პროცესი აგებულია სპეციალისტისა და პაციენტის დიალოგზე. შეხვედრაზე პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა, გულახდილად ისაუბროს პროფესიონალთან, გააანალიზოს საკუთარი პრობლემები, მოძებნოს ოპტიმალური გამოსავალი, პრობლემის დასაძლევად გამოიყენოს შინაგანი რესურსები. ყველა თერაპიული შეხვედრა კონფიდენციალურია.

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" ფსიქოთერაპიული მკურნალობა ტარდება კოგნიტურ-ქცევითი ფსიქოთერაპიის მოდელით. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენება ფსიქოფარმაკოთერაპია. მკურნალობის პროცესი გულისხმობს როგორც ჯგუფურ, ასევე, ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას. 

დაავადებები და სიმპტომები

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" ფსიქოთერაპევტი აქტიურად არის ჩართული ონკოლოგიური პაციენტების მართვის პროცესში, დაავადების განვითარების ყველა ეტაპზე, დაწყებული დაავადების დიაგნოსტირებიდან პალიატიური მზრუნველობის ჩათვლით. 

კლინიკაში ეფექტურად მკურნალობენ  სხვადასხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და სიმპტომებს:

  • შიში
  • გუნება-განწყობის დაქვეითება
  • შინაგანი მოუსვენრობა
  • განგაშის შეგრძნება
  • პანიკური აშლილობა
  • პოსტტრავმული სტრესი
  • ძილის დარღვევა
  • ალკოჰოლ- და სხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულება
  • ოჯახური კონფლიქტები