თამარ კახნიაშვილი, MD

თამარ კახნიაშვილს აქვს მრავალწლიანი  გამოცდილება ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორიცაა: სოციალური ფობია, პანიკური აშლილობა, დეპრესია, შფოთვა, ოფსესიურ-კომპულსიური აშლილობები. ის აქტიურად არის ჩართული ონკოლოგიური პაციენტების მართვის პროცესში, პაციენტის დიაგნოსტირებიდან პალიატიური მზრუნველობის ჩათვლით. 

თამარ კახნიაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი; სამი საერთაშორისო კლინიკური კვლევის თანამკვლევარი.

დაავადებები 
 

  • ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებული სიმპტომების მართვა: დაქვეითებული განწყობა, შიში, შფოთვა, ძილის დარღვევა, დაავადების დაბრუნების შიში
  • სოციალური ფობია
  • პანიკური აშლილობა
  • დეპრესია
  • შფოთვა
  • ოფსესიურ-კომპულსიური აშლილობები
  • მანიაკალურ-დეპრესიული დაავადება
  • წონის კორექცია

სერვისები
 

  • ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპია
  • ფარმაკოთარეპია

განათლება

1998-2004 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ფსიქოსომატური მედიცინისა და ფსიქოთერაპიის ფაკულტეტი
2004-2005 წწ. დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი), ინტერნატურა სპეციალობაში: ფსიქიატრია 
2005-2007 წ.წ. დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი), ორდინატურა სპეციალობაში: ფსიქოთერაპია 
2020 წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, დოქტორანტურა
სადოქტორო თემა: "საქართველოში ძუძუს კიბოს და დეპრესიის კომორბიდობა: პრევალენტობა და კულტურული თავისებურებები"

პროფესიული ასოციაციების წევრობა
  • საქართველოს ფსიქო-ონკოლოგიის საზოგადოების (GPOS) პროგრამული განვითარების ხელმძღვანელი 
  • საერთაშორისო ფსიქო-ონკოლოგიის საზოგადოების (IPOS) წევრი 
  • საქართველოს ახალგაზრდა ონკოლოგთა ჯგუფის (GYO Group) წევრი 
  • ევროპის ტრავმული სტრესის კვლევის საზოგადოების (ESTSS) წევრი 
  • საქართველოს კლინიკურ მკვლევართა ასოციაციის (GACI) წევრი