სკრინინგი

სკრინინგი ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებაა. ადრეული დიაგნოსტიკა კი, თავისთავად, პოზიტიურად აისახება დაავადების მკურნალობის შედეგებსა და გადარჩენადობის მაჩვენებელზე. სწორედ ამიტომ, საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მოქმედებს კიბოს სკრინინგის უფასო სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები. 

კლინიკა "კონსილიუმ მედულა" 2017 წლიდან ჩართულია კიბოს სკრინინგის შემდეგ სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებში:

  • ძუძუს კიბოს სკრინინგი (40-70 წლის ასაკის  ქალები)
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (25-60 წლის ასაკის  ქალები)
  • ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა (ქ. თბილისში რეგისტრირებული  25-70 წლის ასაკის ქალები)
  • კოლორექტული კიბოს სკრინინგი (50-70 წლის  ასაკის ქალები და მამაკაცები)
  • პროსტატის კიბოს მართვა (50-70 წლის ასაკის მამაკაცები)

ჩაერთეთ სკრინინგის პროგრამებში და ჩაიტარეთ კვლევები სრულიად უფასოდ!