ქირურგიული ონკოლოგია კლინიკა "კონსილიუმ მედულას" საქმიანობის წამყვანი მიმართულებაა. კლინიკაში ხორციელდება ურთულესი ონკოქირურგიული ოპერაციები. არაერთი ტიპის ოპერაცია, კავკასიის რეგიონის მასშტაბით, პირველად სწორედ კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" ჩატარდა.
კლინიკის ქირურგიული ონკოლოგიის დეპარტამენტი ქირურგიულ, ანესთეზიოლოგიურ და რეანიმაციულ სამსახურებს, ასევე, მოწინავე ჰისტო-მორფოლოგიურ ლაბორატორიას აერთიანებს. შედეგად, პაციენტზე ზრუნვა ინტეგრირებული მულტიდისციპლინური მიდგომით ხორციელდება.
კლინიკაში ტარდება აბდომინალური, თორაკალური, მამოლოგიური, გინეკოლოგიური, უროლოგიური, ენდოკრინული, კანისა და რბილი ქსოვილების ონკოქირურგიული ოპერაციები.
ონკოქირურგიული ოპერაციები კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" მსოფლიოში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. დანერგილია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, როგორიცაა:
- ენდო-ვიდეო ქირურგია: ლაპარასკოპია, თორაკოსკოპია;
- ინტრაოპერაციული ნეორომონიტორინგი ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციების დროს;
- მოდარაჯე ლიმფური კვანძების ბიოფსია მამოლოგიური ოპერაციების დროს;
- ინტრაოპერაციული ქიმიოთერაპია - hipec-ის პროცედურა.
კლინიკაში ხორციელდება ინტრაოპერაციული ექსპრეს-მორფოლოგიური კვლევები და სხვა მოწინავე მიდგომები და ტექნოლოგიები.
კლინიკის ქირურგიული ონკოლოგიის დეპარტამენტი უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე გამოცდილ სპეციალისტებს აერთიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან უწყვეტი განვითარების პროცესში. განათლება და განვითარება ქირურგიული განყოფილების ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია. დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი ატარებს ტრენინგებს, ვებინარებს და უზიარებს ცოდნასა და გამოცდილებას სტუდენტებსა და სამედიცინო სექტორში მომუშავე დაინტერესებულ პირებს, როგორც ქირურგიის, ასევე ანესთეზიოლოგიის მიმართულებით.