კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ქირურგიული დეპარტამენტის ძირითად მიმართულებას ონკოგინეკოლოგია წარმოადგენს. ქირურგიული დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია არაერთი ოპერაცია და დიაგნოსტიკური მანიპულაცია, რომელიც საქართველოში პირველად "კონსილიუმ მედულაში" ჩატარდა.
ქირურგიული დეპარტამენტის კლინიკური გუნდი აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან და ხელმძღვანელობს თანამედროვე გაიდლაინებით.
კლინიკა "კონსილიუმ მედულას“ ქირურგიული გუნდის უმაღლესი კვალიფიკაცია განაპირობებს წარმატებულ ოპერაციებს ონკოლოგიური პრინციპების სრული დაცვით.
გინეკოლოგიური ქირურგია
გინეკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტი მუშაობს გინეკოლოგიის, ონკოგინეკოლოგიისა და უროგინეკოლოგიის მიმართულებით.
კლინიკაში სრულდება მასშტაბური ონკოგინეკოლოგიური ოპერაციები:
- რადიკალური ჰისტერექტომია
- ჰისტერექტომია დანამატებთან ერთად, თეძოს ლიმფური კვანძების დისექცია; აორტული ლიმფური კვანძების დისექცია
- ჰისტერექტომია დანამატებთან ერთად, ომენტექტომია, აორტული ლიმფური კვანძების ამოკვეთა, პერიტონეუმის სელექციური და ფართო ამოკვეთა
კლინიკაში სრულდება სტანდარტული გინეკოლოგიური ოპერაციები - ღია, ენდოსკოპიური და ლაპარასკოპიული მეთოდით:
- საშვილოსნოს ყელის კონიზაცია
- საშვილოსნოს ტანის და ყელის კიურეტაჟი
- ბართოლინის ჯირკვლის ამოკვეთა
- ჰისტერორეზექტოსკოპია
- ჰისტერექტომია ღია და ლაპაროსკოპიული მეთოდით
- ვაგინალური ჰისტერექტომია ლაპარასკოპიული ასისტირებით
- კონსერვატიული მიომექტომია ღია და ლაპაროსკოპიული მეთოდით
- ტრანსვაგინალური მიომექტომია
- საკვერცხის კისტის სრული და ნაწილობრივი ამოკვეთა ლაპაროსკოპიული მეთოდით
- სალპინგო-ოოფორექტომია ლაპაროსკოპიული მეთოდით
კლინიკაში სრულდება შემდეგი უროგინეკოლოგიური ოპერაციები:
- ლაპაროსკოპიული კოლპოპექსია წინასწარი ჰისტერექტომიის შემდეგ (შარდის შეუკავებლობის, ურეთრო-ვაგინალური პროლაფსის სამკურნალოდ)
- TOT ოპერაცია (შარდის სტრესული შეუკავებლობის დროს)
- წინა და უკანა კოლპორაფია
საქართველოში პირველად „კონსილიუმ მედულაში“ დაინერგა ჰიპერთერმული ინტრაპერიტონიული ქიმიოთერაპიის - HIPEC პროცედურა, საკვერცხის კიბოს მქონე პაციენტებში. HIPEC გულისხმობს ოპერაციის მსვლელობისას 43˚ C- ზე გაცხელებული ქიმიოთერაპიული პრეპარატით პირდაპირ ზემოქმედებას მეტასტაზებით დაზიანებულ ქსოვილზე. პირდაპირი ზემოქმედება კიბოს უჯრედებში პრეპარატის უკეთ შეღწევის საშუალებაა. ამავე დროს, მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებული წამალი იწვევს სიმსივნური უჯრედის ცილის დენატურაციას და სიმსივნური წარმონაქმნის გადაგვარებას.
ვიდეორგოლს