კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ქირურგიული დეპარტამენტის ძირითად მიმართულებას ქირურგიული ონკოლოგია წარმოადგენს. ქირურგიული დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია არაერთი ოპერაცია და დიაგნოსტიკური მანიპულაცია, რომელიც საქართველოში პირველად "კონსილიუმ მედულაში" ჩატარდა.
ქირურგიული განყოფილების კლინიკური გუნდი აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან და ხელმძღვანელობს თანამედროვე გაიდლაინებით.
კლინიკა "კონსილიუმ მედულას“ ქირურგიული გუნდის უმაღლესი კვალიფიკაცია განაპირობებს წარმატებულ ოპერაციებს ონკოლოგიური პრინციპების სრული დაცვით.
კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგია
კანისა და რბილი ქსოვილების ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების, მელანომის დიაგნოსტირებისთვის ხორციელდება:
- დერმატოსკოპია
- კანის წარმონაქმნების punch-ბიოფსია
- კანის წარმონაქმნების ინციზიური ბიოფსია
- ჰისტომორფოლოგიური კვლევა.
ქირურგიული მკურნალობა:
- კანის სიმსივნური წარმონაქმნების ამოკვეთა ონკოლოგიური პრინციპების სრული დაცვით
- კანის დეფექტის პლასტიკა სხვადასხვა მეთოდით
- რეგიონალური ლიმფოდისექცია