კლინიკა "კონსილიუმ მედულას" დერმატოლოგიური განყოფილების საქმიანობა მოიცავს კანისა და მისი დანამატების პრობლემების დიაგნოსტიკასა და სწორ მართვას უახლესი გაიდლაინების და პროტოკოლების შესაბამისად.
დიაგნოსტიკა
კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" დერმატოლოგიური დაავადებების და კანის წამონაქმნების დიაგნოსტირებისათვის გამოიყენება დერმატოსკოპია.
დერმატოსკოპია (კანის ეპილუმინესცენციური მიკროსკოპია) კანის არაინვაზიური კვლევის მეთოდია, რომლის საშუალებითაც ხდება შეუიარაღებელი თვალისათვის უხილავი კანის ეპიდერმისის, დერმო-ეპიდერმალური ზონის და პაპილარული დერმის მიკროსტრუქტურების დათვალიერება. თანამედროვე დერმატოსკოპებში პოლარიზებული და არაპოლარიზებული სინათლის სხივი ერთიანდება, რაც კანის ელემენტების უფრო ზუსტი და ამომწურავი დიაგნოსტიკის შესაძლებლობას იძლევა.
კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" არსებული ტექნიკური ბაზის საშუალებით შესაძლებელია საეჭვო წარმონაქმნების ფოტოდოკუმენტირება შემდგომი დაკვირვებისთვის.
კლინიკაში, ასევე, შესაძლებელია ყველა სახის ლაბორატორიული კვლევის, კანის საეჭვო წარმონაქმნების ბიოფსიისა და მორფოლოგიური კვლევის ჩატარება.
მკურნალობა
კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" დერმატოლოგიური დაავადებების მართვა ხორცილდება სტანდარტებისა და გაიდლაინების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ტაქტიკას განსაზღვრავს მრავალპროფილური კონსილიუმი დერმატოლოგის, ქირურგის, ონკოლოგის, მორფოლოგისა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სპეციალისტის მონაწილეობით.
კლინიკა “კონსილიუმ მედულაში” შესაძლებელია კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნების კრიოდესტრუქცია, რაც გულისხმობს წარმონაქმნის მოყინვას თხევადი აზოტით.
დაავადებები
- კანის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები
- აკნე
- როზაცეა
- ფსორიაზი
- ატოპიური დერმატიტი
- თმის ცვენა
- კანის ინფექციური და სოკოვანი დაავადებები