რა არის შარდის შეუკავებლობა
შარდის შეუკავებლობა, ანუ შარდის უნებლიე გამოყოფა, ხშირი და ქრონიკული პრობლემაა. ის რეპროდუქციული ასაკის ქალთა 25%-ს, ხოლო პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალთა ნახევარზე მეტს უვითარდება, თუმცა დახმარებისთვის პროფესიონალს მხოლოდ 4% მიმართავს.
ქალები შარდის შეუკავებლობით ხშირად ავადდებიან, თუმცა ცხოვრების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას ასაკის მატებასთან დაკავშირებულ კანონზომიერებად მიიჩნევენ. შარდის შეუკავებლობა არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალური პრობლემაა – დისკომფორტი, რომელსაც ქალები ამ დროს განიცდიან, საგრძნობლად აუარესებს მათი ცხოვრების ხარისხს.
მაშინ, როდესაც შარდის შეუკავებლობა სრულად განკურნებადი დაავადებაა, რისთვისაც აუცილებელია დაავადების ტიპის სწორი განსაზღვრა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევა.
დაავადების ტიპები
ხასიათდება შარდის უნებლიე გამოყოფით დაძაბვის შემთხვევაში, როდესაც იზრდება მუცლის ღრუს წნევა, მაგ: ხველების, სიცილის, დაცემინების ან სიმძიმის აწევისას. ასევე, შესაძლებელია შარდის უნებლიე დაკარგვა გამოვლინდეს სიარულის დროს, სხეულის მდგომარეობის შეცვლის დროს, მაგალითად ადგომისას.
როდესაც შარდის უნებლიე დაკარგვა ხდება უეცარი, მოუთმენელი, იმპერატიული მოშარდვის სურვილის დროს.
როდესაც შარდის სტრესული და ურგენტული შეუკავებლობის სიმპტომები კომბინირებულია.
შარდის შეუკავებლობის განვითარების ძირითადი მიზეზებია:
- მცირე მენჯის კუნთების შესუსტება მძიმე მშობიარობის, ინფექციური ან ნევროლოგიური დაავადების გადატანის შედეგად;
- საშარდე მილის მობილურობის მომატება;
- საშარდე მილის სფინქტერული (ჩამკეტი მექანიზმი) უკმარისობა.
შარდის შეუკავბელობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა კლინიკაში "კონსილიუმ მედულა"
"კონსილიუმ მედულა" შარდის შეუკავებლობის მკურნალობას კომპლექსურად უდგება. მკურნალობის პროცესს გინეკოლოგის ხელმძღვანელობით სხვადასხვა სპეციალობის ექიმისგან დაკომპლექტებული კონსილიუმი წარმართავს.
"კონსილიუმ მედულაში" შეიქმნა სპეციალიზირებული უროგინეკოლოგიური კითხვარი, რომლის მეშვეობით ხდება პაციენტების გამოკითხვა, ჩივილების დეტალური შესწავლა, შეუკავებლობის ტიპის დადგენა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.
დიაგნოსტიკა
პირველ რიგში ივსება შარდის შეუკავებლობის სიმპტომატიკის საერთაშორისო კითხვარი და შარდვის დღიური. მნიშვნელოვანია, ასევე, შეფასდეს პაციენტების ცხოვრების ხარისხი. ექიმი გასინჯვით ადგენს მცირე მენჯის ორგანოების მდგომარობას და კუნთების კუმშვადობის ხარისხს. ლაბორატორიულად მოწმდება შარდის საერთო და ბაქტერიოლოგიური ანალიზი, სისხლში ესტროგენების დონე. ინსტრუმენტული გამოკვლევის მეთოდებიდან გამოიყენება საშარდე სისტემის ექოსკოპია. აუცილებლობის შემთხვევაში კეთდება ცისტოსკოპია და უროდინამიკური გამოკვლევა.
შარდის შეუკავებლობის გამოსავლენად კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" დანერგილი გუნდური მიდგომის პრინციპი ზრდის პაციენტის მოტივაციას და ნდობას, ასევე, დიაგნოსტიკის და მკურნალობის ეფექტიანობას.
მკურნალობა
შარდვის შეუკავებლობის მკურნალობა ყოველთვის კონსერვატიული მეთოდით იწყება, რაც მოიცავს დიეტას, შარდის ბუშტის და მენჯის ვარჯიშებს, ფიზიკურ თერაპიას.
მედიკამენტოზური მკურნალობა ინიშნება ჰიპერაქტიული შარდის ბუშტის დროს.
- ანტიმუსკარინული საშუალებები, რომლებიც, ასევე, ცნობილია, როგორც M-ქოლინობლოკატორები, გამოიყენება გადაუდებელი და შერეული შარდის შეუკავებლობის დროს;
- შარდის ბუშტის ლორწოვანში ბოტულოტოქსინის ინიექცია;
- ესტროგენების (ქალის ჰორმონი) დეფიციტის დროს ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია.
ქირურგიულ ჩარევა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კონსერვატიული თერაპია არაეფექტურია. დღესდღეობით ქირურგიული მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება ოპერაციები ბადის ჩადგმით, ანუ სლინგური ოპერაციები. ოპერაციის ხანგრძლივობა 30 წუთია და პაციენტი კლინიკიდან მეორე დღეს ეწერება.
მკურნალობის შედეგად ხდება შარდის ბუშტის და სქესობრივი ფუნქციის აღდგენა, არსებული სიმპტომების შემცირება და ახალი სიმპტომების თავიდან აცილება, ანატომიური ცვლილებების კორექცია, პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და თვითშეფასების ამაღლება.