გინეკოლოგია

კლინიკა "კონსილიუმ მედულას" გინეკოლოგიური სამსახურის საქმიანობის მთავარი მიმართულებებია: გინეკოლოგია, ონკოგინეკოლოგია და უროგინეკოლოგია.
 
კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" გინეკოლოგიის წარმატებული განვითარება მულტიპროფილური გუნდის ერთ სივრცეში  მუშაობის და დაავადების კონსილიუმის პრინციპით მართვის  შედეგია. კლინიკას აქვს ყველა მომიჯნავე სპეციალისტის ჩართვის რესურსი, რომლის მონაწილეობაც შესაძლოა გახდეს საჭირო გინეკოლოგიური პაციენტის მკურნალობაში.

დიაგნოსტიკა

"კონსილიუმ მედულას" უახლესი  აპარატურით აღჭურვილი გინეკოლოგიური და დიაგნოსტიკური განყოფილება შესაძლებლობას იძლევა, პაციენტს ჩაუტარდეს ყველა საჭირო  ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევა. კლინიკაში შესაძლებელია შემდეგი გინეკოლოგიური დიაგნოსტიკური სერვისების მიღება:

  • პაპ–ტესტი;
  • კოლპოსკოპია;
  • ყველა სახის ბიოფსია;
  • საშვილოსნოს ყელისა და ტანის დიაგნოსტიკური გამოფხეკა;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევები;
  • ბიოქიმიური და სეროლოგიური გამოკვლევები;
  •  ჰორმონების და ონკომარკერების დონის განსაზღვრა;

კლინიკა "კონსილიუმ მედულა" ჩართულია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში. სკრინინგში ჩართვა შესაძლებელია უფასოდ, საქართველოს მოქალაქე 25-60 წლის ქალებისთვის. გაიგეთ მეტი სკრინინგის პროგრამის შესახებ

დაავადებები

  • საშვილოსნოსა და საკვერცხეების ანთებითი დაავადებები
  • გენიტალური ინფექციები 
  • კლიმაქტერული დარღვევები
  • ფსიქოვეგეტატიური და სექსუალური სფეროს დარღვევები
  • შარდის შეუკავებლობა
  • საშვილოსნოს, საკვერცხეების, საშვილოსნოს მილებისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა პათოლოგიები

ჩვენი ექიმები