ნინო რუსია კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ენდოკრინოლოგიური პროგრამების (ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგ-პროგრამა, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა) ხელმძღვანელია. მისი საექიმო პრაქტიკა მოიცავს ენდოკრინული დაავადებების მქონე პაციენტების ამბულატორიულ მართვას.
ნინო რუსია არის ოცზე მეტი საერთაშორისო კლინიკური კვლევის მთავარი მკვლევარი და თანამკვლევარი.
დაავადებები
- ენდოკრინული დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 2, ტიპი1)
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
- მეტაბოლური დარღვევები-სიმსუქნე, ინსულინრეზისტენტობა, პრედიაბეტი, დისლიპიდემია
- თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები
- ჰიპოფიზის დაავადებები
- ქალთა ენდოკრინული რეპროდუქტოლოგია და ოსტეოპოროზი
- პარათირეოიდული ჯირკვლის დაავადებები
სერვისები
- პაციენტის ამბულატორიული მართვა დაავადების დიაგნოსტირებიდან მკურნალობამდე
განათლება
1997-2002 წწ. თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამედიცინო-ბიოლოგიური ფაკულტეტი
2012 წ. თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი, რეზიდენტურის პროგრამა ენდოკრინოლოგიაში
პროფესიული ასოციაციების წევრობა
- ევროპის თირეოდოლოგთა ასოციაციის (ETA) წევრი
- დიაბეტის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASD) წევრი
- საქართველოს ენდოკრინოლოგთა ასოციაციის წევრი
- საქართველოს ოსტეოპოროზის ასოციაციის წევრი
- საქართველოს კლინიკურ მკვლევართა ასოციაციის (GACI) წევრი