უროლოგია

კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ უროლოგიურ განყოფილებაში ტარდება უროლოგიური, უროგინეკოლოგიური და ონკოუროლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი მეთოდების გამოყენებით. კლინიკურ პრაქტიკაში ვხელმძღვანელობთ ევროპისა და ამერიკის სამედიცინო გაიდლაინებით, ასევე, პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით და კლინიკის კონსილიუმის,  როგორც პაციენტის მართვის ძირითადი პრინციპის გამოყენებით.

დიაგნოსტიკა

კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ უახლესი  აპარატურით აღჭურვილი უროლოგიური და დიაგნოსტიკური განყოფილება შესაძლებლობას გვაძლევს, პაციენტს ჩაუტარდეს ყველა საჭირო  ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევა. კლინიკაში შესაძლებელია შემდეგი უროლოგიური დიაგნოსტიკური სერვისების მიღება:

  • შარდის და სისხლის (ბიოქიმიური) ანალიზები
  • PSA-ის დონის განსაზღვრა სისხლში
  • ცისტოსკოპია
  •  ურეთროსკოპია
  • პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) ბიოფსია
  • შარდ-სასქესო ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • უროფლოუმეტრია
  • ფიზიოთერაპია
  • შარდ-სასქესო ორგანოების რენტგენოლოგიური და კომპიუტერული გამოკვლევა

კლინიკა „კონსილიუმ მედულა“ ჩართულია პროსტატის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში. სკრინინგში ჩართვა შესაძლებელია უფასოდ, საქართველოს მოქალაქე 50-70 წლის კაცებისთვის.

მკურნალობა

უროლოგიური დაავადებების ამბულატორიული მკურნალობა ძირითადად მოიცავს დაავადებების სიმპტომურ და ანტიბაქტერიულ თერაპიას. აგრეთვე, ტარდება  დიაგნოსტიკური და სამკურნალო მცირე ინვაზიური მანიპულაციები ადგილობრივი გაუტკივარებით. მკურნალობის შეფასება ხდება აქტიური მონიტორინგის მეშვეობით.     

დაავადებები

  • შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები (პროსტატიტი, ცისტიტი, ბალანიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი, ორქიტი);
  • უროგენიტალური ინფექციების კომპლექსური მკურნალობა (ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, ურეაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი, კანდიდოზი);
  • ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში (ნაადრევი ეაკულაცია);
  • სექსუალური დისფუნქცია (მკურნალობა მამაკაცებში და ქალებში);
  • მამაკაცის უნაყოფობა (დიაგნოსტიკა და მკურნალობა ამბულატორიულ პირობებში);
  • შარდ-კენჭოვანი დაავადები (დისტანციური დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიფსია);
  • ქრონიკული პროსტატიტი;
  • უნებლიე შარდვა;
  • ნეიროგენული შარდის ბუშტი;
  • პროსტატის ადენომა;
  • ონკოუროლოგიური დაავადებები;
  • ვარიკოცელე.

ჩვენი ექიმები