Რატომ არის მნიშვნელოვანი პროსტატის კიბოს მართვის პროგრამაში ჩართვა
პროსტატის კიბოს მართვის პროგრამა დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებაა. საწყის სტადიაზე დაავადება 100%-ით განკურნებადია.
ვის შეუძლია პროსტატის კიბოს მართვის პროგრამაში ჩართვა
პროსტატის კიბოს მართვის პროგრამაში ჩართვა კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქე 50-70 წლის ასაკის მამაკაცებისთვის უფასოდაა შესაძლებელი.
უფასო კვლევების ჩატარება შესაძლებელია წელიწადში ერთხელ, ან ექიმის რეკომენდაციით არაუმეტეს წელიწადში ორჯერ.
Რას მოიცავს პროსტატის კიბოს მართვის პროგრამა
პროგრამის ფარგლებში უფასოდ ტარდება შემდეგი კვლევევები:
- სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) გამოკვლევა
- საჭიროების შემთხვევაში:
- პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის საერთო და თავისუფალი მაჩვენებლების განსაზღვრა და მათი თანაფარდობის შეფასება
როგორ მოვემზადოთ PSA ტესტისთვის
- არ აიღოთ ანალიზი საშარდე გზების მწვავე ინფექციის არსებობისას ან შარდის ბუშტის კათეტერიზაციის შემდეგ;
- თავი შეიკავეთ სქესობრივი კავშირისგან ანალიზის აღებამდე 72 საათის განმავლობაში;
- თავი შეიკავეთ ფიზიკური და ემოციური დატვირთვისგან, ვარჯიშისგან;
- არ შეიძლება ანალიზის აღება დიჯიტალური რექტალური გასინჯვის შემდეგ 10 დღის განმავლობაში.
Ჩაერთეთ პროსტატის კიბოს მართვის უფასო პროგრამაში!
Შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: (032) 212 20 02