ცისტოსკოპია ტარდება ცისტოსკოპის მეშვეობით. ეს ენდოსკოპიური ხელსაწყოა ოპტიკური სისტემით, რომელიც ექიმს შეყავს საშარდე მილიდან შარდის ბუშტში, რა დროსაც ხდება შარდის ბუშტის შიდა ზედაპირის (ლორწოვანის) დეტალური აღწერა. პროცედურის მსვლელობისას, ასევე, შესაძლებელია საშარდე მილის დათვალიერება, ურეთროსკოპია.
ცისტოსკოპიის ჩატარების ჩვენებას წამოადგენს ქვედა საშარდე გზების პათოლოგიები:
- ჰემატურია (სისხლი შარდში)
- ცისტიტი, ურეთრიტი (საშარდე მილის და შარდის ბუშტის ანთება)
- შარდის ბუშტის კენჭები
- შარდის შეუკავებლობა, საშარდე ფისტულები
- შარდის ბუშტის სიმსივნე
ინფორმაცია პაციენტებისთვის
ცისტოსკოპიის ჩატარებამდე პაციენტს ენიშნება ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა.
პროცედურა მამაკაცებში სასურველია ჩატარდეს ინტრავენური ანესთეზიით, ქალებში შესაძლებელია ადგილობრივი გაუტკივარებით, საანესთეზიო გელის გამოყენებით.
პროცედურა გრძელდება 30 წუთი, ტარდება ამბულატორიულად და პაციენტი არ საჭიროებს სტაციონარში დარჩენას.
ცისტოსკოპიის პასუხს პაციენტი იღებს კვლევის დასრულებისთანავე და მიეცემა შემდგომი რეკომენდაციები.