კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" დანერგილია შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა თანამედროვე, ეფექტიანი დისტანციური დარტყმითი ლითოტრიფსიით.
ლითოტრიფსიის მეთოდით დისტანციურად, სხეულის გარეთ ექსტრაკორპორალურად წარმოქმნილი ულტრაბგერითი ტალღებით ხდება კენჭის ფრაგმენტაცია, ანუ დაშლა თირკმელსა და შარდსაწვეთებში. კენჭების ადგილმდებარეობა ფიქსირდება რენტგენის და ექოსკოპიის მეშვეობით.
გერმანული კომპანია Dornier MedTech-ის ლითოტრიპსიის აპარატის გენერატორის მიერ გამომუშავებული იმპულსები ფოკუსირდება საშარდე გზებში არსებულ კენჭებზე. კენჭის დაშლა ხდება ქვიშის ფრაგმენტებად, რომელიც ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით, შარდთან ერთად გამოიყოფა.
ლითოტრიპსიის უპირატესობები:
- ლითოტრიფსია არაინვაზიური, ნაკლებტრავმატული მკურნალობის მეთოდია;
- ლითოტრიფსიის დროს პაციენტს ანესთეზია არ სჭირდება;
- ტარდება ვიზუალური კონტროლის ქვეშ;
- არის მაღალეფექტიანი პროცედურა (97%-მდე);
- პროცედურის ხანგრძლივობა, საშუალოდ, მხოლოდ ერთი საათია;
- პაციენტი არ საჭიროებს სტაციონარში დარჩენას და პროცედურის დასრულებიდან ერთ საათში შეუძლია სახლში წასვლა.