რევმატოლოგია

რევმატოლოგია კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. კლინიკის რევმატოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობენ ძვალ-სახსროვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებს. განყოფილება ხელმძღვანელობს საერთაშორისო სტანდარტებით და ჩართულია საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში. ტრადიციულ მედიკამენტებთან ერთად, დანერგილია დღეისათვის ყველაზე ეფექტიანი ბიოლოგიური მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა.

დიაგნოსტიკა

რევმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისთვის კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ შესაძლებელია შემდეგი სერვისების მიღება:

  • მაღალკვალიფიციური რევმატოლოგის კონსულტაცია;
  • სახსრებისა და რბილი ქსოვილების ულტრასონოგრაფია;
  • სრული ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური სპექტრი;
  • დენსიტომეტრია DXA.

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" ძვლის მინერალური სიმკვრივის დადგენა - DXA (ორმაგენერგეტიკული რენტგენოაბსორბციული დენსიტომეტრიის) გამოკვლევის გზით ხორციელდება. ეს კვლევა ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტადაა აღიარებული.​

მკურნალობა

სხავადასხვა რევმატოლოგიური პათოლოგიების მკურნალობის თანამედროვე მეთოდოლოგია გულისხმობს ახალ, მიზანმიმართულ, ბიოლოგიურ მკურნალობას მონოკლონალური ანტისხეულებით. 

კლინიკაში დანერგილია მკურნალობის შემდეგი მეთოდები:

  • ინიექციები სახსარსა და რბილ ქსოვილში
  • ფიზიოთერაპიული პროცედურები
  • ელექტროფორეზი
  • ფონოფორეზი
  • ლაზეროთერაპია

დაავადებები

  • ართროპათიები - ასაკობრივი და ტრავმული ართროზები
  • ტანდეგობის დარღვევები - სქოლიოზი, კიფოზი, სტატიკური ბრტყელი ტერფი 
  • მეორადი ართროპათიები - ინფექციური, პოსტინფექციური, ენდოკრინული დაავადების დროს, ასოცირებული სხვა არარევმატიულ დაავადებებთან 
  • სპონდილოპათიები  
  • რბილი ქსოვილების: სინოვიალური გარსების და მყესების დაზიანებები
  • ოსტეოპათიები და ქონდროპათიები 
  • ძვლის სიმტკიცის და სტუქტურის დარღვევები (ოსტეოპოროზი) 
  • ვასკულიტები
  • შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, რევმატოიდული ართრიტები
  • კაპილაროსკოპია
     

ჩვენი ექიმები