Რა არის ოსტეოპოროზი
50 წელს გადაცილებული ყოველი მესამე ქალი და 60 წელს გადაცილებული ყოველი მეხუთე მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზით. ოსტეოპოროზი "ფოროვან ძვალს" ნიშნავს და ძვლოვანი მასის შემცირებას და მის ისეთ სტრუქტურულ ცვლილებას გულისხმობს, რის გამოც ძვალი სუსტი და მყიფე ხდება.
ძვლის დასუსტების შედეგად ნებისმიერი უმნიშვნელო ტრავმა და დაცემა შესაძლოა მოტეხილობის მიზეზი გახდეს. შორს წასულ შემთხვევებში კი, შესაძლებელია განვითარდეს "ატრავმული" მოტეხილობა.
ოსტეოპენიის, ანუ ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და დროული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს და მასთან დაკავშირებულ გართულებებს, როგორიცაა: ტკივილი, მოტეხილობა, ძვლებისა და და ხერხემლის მალების ფუნქციონალური შეზღუდვა, ლეტალური გამოსავალი.
ამიტომ, დაავადების განვითარების თავიდან აცილების მიზნით, 50+ ქალებისთვის და 60+ კაცებისთვის აუცილებელია ძვლის სიმკვრივის რეგულარული მონიტორინგი.
ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ქვეშ ხართ, თუ თქვენ:
- ხართ 50+ ასაკის ქალი;
- ხართ 60+ ასაკის კაცი;
- ხანგრძლივად (3 და მეტი თვე) იღებთ სტეროიდულ ჰორმონს;
- გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (კვანძოვანი ჩიყვი, ჰიპოთირეოზი) ;
- გაქვთ თირკმლის და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები;
- გაქვთ ქიმიო, ჰორმონო ან სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი;
- ჭარბად მოიხმართ თამბაქოს, ალკოჰოლს და/ან ყავას;
- წარსულში გქონიათ მოტეხილობა;
- ამჩნევთ სიმაღლეში კლებას;
- გაქვთ ადინამია/ჰიპოდინამია (ნაკლებ მოძრავი ცხოვრების წესი);
- წონის დეფიციტი.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ აღნიშნული რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, ძვლის სიმკვრივის მონიტორინგის დაწყება სასურველია ოსტეოპოროზის სიმპტომების გამოვლენამდე. თუ სახეზეა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა, ტკივილი და ხშირი მოტეხილობები, მაშინ დიდი ალბათობით დაავადება უკვე ჩამოყალიბებულია.
დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა დროული მკურნალობის საშუალებას იძლევა, რაც ოსტეოპოროზის განვითარებას შეაჩერებს და თქვენი ძვლების ჯანმრთელობას დიდი ხნით შეინარჩუნებს.
საწყის ეტაპზე დაავადება, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუ დაავადება ჩამოყალიბდება, თავს იჩენენ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:
- ზურგის ტკივილი
- სიმაღლეში კლება
- მოხრილობა
- ძვლის ხშირი მოტეხილობა
ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა კლინიკაში "კონსილიუმ მედულა"
კლინიკა "კონსილიუმ მედულას" რევმატოლოგიური დეპარტამენტი დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიკაციის რევმატოლოგებით, რომლებიც მუდმივად არიან ჩართულები საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში. დეპარტამენტი მოწინავე პოზიციებს იკავებს საერთაშორისო კვლევების მიმართულებით, 2008 წლიდან დღემდე კლინიკაში ჩატარდა 25-ზე მეტი საერთაშორისო კლინიკური კვლევა რევმატოლოგიაში.
დიაგნოსტიკა
"კონსილიუმ მედულას" რევმატოლოგიის დეპარტამენტში ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა ხორციელდება DXA (ორმაგენერგეტიკული რენტგენოაბსორბციული დენსიტომეტრიის) გამოკვლევის გზით. ეს კვლევა ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტადაა აღიარებული.
"კონსილიუმ მედულას" რევმატოლოგიის დეპარტამენტში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრული სპექტრი.
- მაღალკვალიფიციური რევმატოლოგის კონსულტაცია;
- სახსრებისა და რბილი ქსოვილების ულტრასონოგრაფია;
- სრული ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური სპექტრი;
- დენსიტომეტრია DXA.
- ორსულობისას;
- თუ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩატარებული გაქვთ ბარიუმით რენტგენოლოგიური კვლევა;
- თუ ბოლო 1 კვირის განმავლობაში ჩატარებული გაქვთ რადიოლოგიური კვლევა რენტგენოკონტრასტული ნივთიერების გამოყენებით;
- თუ მიღებული გაქვთ კალციუმის პრეპარატები 24 საათით ადრე.
მკურნალობა
კლინიკაში დანერგილია რევმატოლოგიური პათოლოგიების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით, რაც გულისხმობს ახალ, მიზანმიმართულ, ბიოლოგიურ მკურნალობას მონოკლონალური ანტისხეულებით.
მკურნალობისათვის, ასევე, ინიშნება:
- ინიექციები სახსარსა და რბილ ქსოვილში;
- ფიზიოთერაპიული პროცედურები;
- ელექტროფორეზი;
- ფონოფორეზი;
- ლაზეროთერაპია.
კლინიკაში თითოეული პაციენტისათვის მკურნალობის კურსის შერჩევა ხდება კონკრეტულ შემთხვევაში კლინიკური თავისებურებებისა და ინდივიდუალური უკუჩვენებების გათვალისწინებით, კონსილიუმის პრინციპის გამოყენებით. ექიმი ითვალისწინებს არა მარტო მედიკამენტის კლინიკურად დადასტურებულ ეფექტურობასა და კარგი ამტანობის მაჩვენებელს, არამედ წამლის მიღების მოხერხებულ რეჟიმს, რადგან ამაზეა დამოკიდებული, რამდენად სტაბილურად მიიღებს პაციენტი პრეპარატს და, შესაბამისად, როგორი იქნება მკურნალობის შედეგი (მოტეხილობის ალბათობის შემცირება).
სპეციფიკური მედიკამენტოზური თერაპია
გამოყოფენ ეფექტური ანტიოსტეოპოროზული პრეპარატების რამდენიმე კლასს. ამ პრეპარატებით მკურნალობა მნიშვნელოვნად ზრდის ძვლის მინერალურ სიმკვრივეს და, შესაბამისად, ამცირებს მოტეხილობის რისკს. მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ბისფოსფონატები, ესტროგენების სელექციური მოდულატორები, და ოსტეოპოროზის სამკურნალო სრულიად ახალი საშუალება - მონოკლონური ანტისხეული "დენუსუმაბი", რომლის ინიექცია უნდა ჩატარდეს სტაციონარში, კვალიფიციური მედპერსონალის მეთვალყურეობით. კლინიკას აქვს დიდი გამოცდილება მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობაში, რაც პაციენტების უსაფრთხოდ და ეფექტურად მკურნალობის გარანტიაა.
მკურნალობის ხანგრძლივობა
ოსტეოპოროზი ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა, ამიტომაც მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას. თანამედროვე რეკომენდაციებით სპეციფიკური პრეპარატებით მკურნალობა 3-5 წელს გრძელდება. საბოლოოდ თერაპიული კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი, რომელიც რეგულარულად აფასებს ძვლის მინერალურ სიმკვრივეს და პაციენტი იმყოფება მისი მეთვალყურეობის ქვეშ.
კალციუმის მოხმარების რეკომენდებული დღე-ღამური დოზები (ნორმაში) სხვადასხვა ასაკის პაციენტებში (FAO/WHO, 2002):
ასაკობრივი ჯგუფი | კალციუმის რეკომენდებული დოზა (მილიგარამებში) |
---|---|
4-8 წელი | 800 მგ |
9-18 წელი | 1300 მგ |
19-50 წელი | 1000 მგ |
მამაკაცები 50+ | 1000 მგ |
ქალები მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, რომლებიც იტარებენ ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიას | 1000 მგ |
ქალები მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, რომლევსაც არ უტარდებათ ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია | 1500 მგ |
18-50 წლის ქალები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში | 1000 მგ |