ფიზიოთერაპია

ფიზიოთერაპია ფიზიკური მეთოდებით მკურნალობაა, რომელიც შესაძლებელია ჩატარდეს მედიკამენტების გამოყენებით, ან მათ გარეშე. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად ფიზიოთერაპიულ მეთოდს სჭირდება პრეპარატის გაცილებით მცირე დოზები. შესაბამისად, ფიზიოთერაპიას პრაქტიკულად არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, ეს უმტკივნეულო და აბსოლუტურად უსაფრთხო პროცედურაა.

კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ფიზიოთერაპიულ კაბინეტში  შესაძლებელია  შემდეგი ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩატარება: 

  • ელექტროთერაპია (ელექტროფორეზი)
  • ულტრაბგერითი თერაპია (ფონოფორეზი)
  • ლაზეროთერაპია

ფიზიოთერაპია გამოიყენება შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • ართრიტები, ართროზები, პერიართრიტები (მუხლი, მხარი, იდაყვი და ა. შ.)
  • ხერხემლის ოსტეოქონდროზი
  • მიალგია, მიოზიტი
  • ლუმბალგია, ფესვობრივი სინდრომი
  • პერიფერიული ლიმფოსტაზი
  • ბურსიტი, ეპიკონდილიტი
  • ქუსლის დეზი და ტერფის ტკივილები

ფიზიოთერაპიის საშუალებით ხდება:

  • ანთების და ტკივილის კუპირება
  • სისხლის ადგილობრივი მიმოქცევის გაუმჯობესება
  • შეშუპების მოხსნა
  • სახსრების მოძრაობის ამპლიტუდის აღდგენა
  • კუნთოვანი მასის და ძალის მომატება