კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ნევროლოგიური სამსახური ინდივიდუალური და პრევენციული მიდგომის მეთოდით ხელმძღვანელობს, რაც ეფუძნება მტკიცებითი მედიცინის მიდგომებს და ინტერდისციპლინურ სადიაგნოსტიკო/სამკურნალო ინოვაციურ მეთოდებს.
კლინიკაში ფუნქციონირებს ნეიროკონსილიუმის სამსახური.
კლინიკაში შესაძლებელია შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა:
დიაგნოსტიკა
კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" არსებული რადიოლოგიური, ლაბორატორიული აღჭურვილობა შესაძლებელს ხდის სწრაფ და ზუსტ დიაგნოსტიკას. კლინიკაში ფუნქციონირებს ელექტრონეირომიოგრაფი, კეთდება ლუმბალური პუნქცია მასალის შესწავლით.
მკურნალობა
მწვავე და ქრონიკული ტკივილის მართვა ხდება ფიზიოთერაპიული, მედიკამენტური და კომბინირებული საშუალებებით, რეგიონული და ადგილობრივი ანესთეზიით გახანგრძლივებული ეფექტის მისაღებად. სათანადო ჩვენებით ვიყენებთ, ასევე, ლოკალურ ჰიპოთერმიას.
კლინიკას აქვს ამბულატორიული, დღის და ღამის სტაციონარისა და ინტენსიური თერაპიის სამსახური; ფუნქციონირებს ფიზიოთერაპიის კაბინეტი.
დაავადებები
- სხვადასხვა ტიპის თავის ტკივილი, მათ შორის შაკიკის და კლასტერული თავის ტკივილის მკურნალობა მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებით (თანამედროვე მკურნალობის უახლესი მეთოდი) კლინიკური კვლევაში მონაწილეობის ფარგლებში;
- Მწვავე და ქრონიკული ტკივილის თანამედროვე ინტერდისციპლინური მართვა დიაგნოსტიკური შკალების და დღიურების გამოყენებით, მკურნალობის სქემაში მტკივნეული წერტილების პარავერტებრული და კუნთოვანი ბლოკადა;
- ნეიროფსიქიატრიული დაავადებები - შფოთვითი და დეპრესიული დარღვევების, აკვიატებების, ფობიების (შიშების) შესაბამისი დიაგნოსტირება და მკურნალობა, შემეცნებით-ქცევითი და რაციონალური ფსიქოთერაპიის ელემენტების ჩართვით;
- გაფანტული სკლეროზი და ნერვული სისტემის მადემიელინიზირებელი დაავადებები;
- Მოძრაობითი დარღვევები;
- Მეხსიერებასთან დაკავშირებული დარღვევების დიაგნოსტირება და მართვა;
- ნერვ-კუნთოვანი დაავადებები;
- ნეიროონკოლოგია - ცნს და პნს სიმსივნეები და პარანეოპლასტიური სინდრომები;
- ინსულტის მკურნალობა, პირველადი და მეორადი პრევენცია.