გიორგი ჩახავა MD, PhD

გიორგი ჩახავას 30-წლიანი საექიმო საქმიანობა მოიცავს ზოგადი ნევროლოგიის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა თავის ტკივილი, მეხსიერების დარღვევა, მოძრაობითი და ნერვ-კუნთოვანი დაავადებები, ნეიროინფექციები, ფსიქო-სომატური დარღვევები, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებების დიაგნოსტირება და მართვა.

გიორგი ჩახავა 9 საერთაშორისო კლინიკური კვლევის მთავარი მკვლევარია.

გიორგი ჩახავა არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის (UEMS) ნევროლოგიური საბჭოს წევრი, ევროპის ნევროლოგთა აკადემიის (EAN) დემენციების და ნეიროინფექციების პანელის წევრი, საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის (GAMS) პრეზიდენტი. 

დაავადებები 

  • სხვადასხვა ტიპის თავის ტკივილი
  • მწვავე და ქრონიკული ტკივილის მართვა
  • ნერვ-კუნთოვანი დაავადებები
  • ნეიროფსიქიატრიული დაავადებები
  • გაფანტული სკლეროზი და სხვა ნერვული სისტემის მადემიელინიზირებელი დაავადებები
  • მოძრაობითი დარღვევები
  • მეხსიერებასთან დაკავშირებული დარღვევები
  • ნეიროონკოლოგია-ცნს და პნს სიმსივნეები და პარანეოპლასტიური სინდრომები
  • ინსულტის მკურნალობა, პირველადი და მეორადი პრევენცია

განათლება

1982-1988 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო საქმე
1988-1989 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრა, ინტერნატურა კლინიკურ ნევროლოგიაში
1992-1996 წწ.  აკად. პ. სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ბაზაზე მიზნობრივი ასპირანტურა; საკანდიდატო დისერტაციის თემა: "თავზურგტვინის სითხისა და სისხლის შრატის ლიპიდური სპექტრი მულტიინფარქტული დემენციების დროს".  კვლევის მიმართულება-ნეიროფსიქოლოგია და ბიოქიმია

პროფესიული ასოციაციების წევრობა
  • საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის (GAMS) პრეზიდენტი
  • ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის ნევროლოგიის  საბჭოს წევრი
  • ევროპის ნევროლოგიის აკადემიის დემენციების და კოგნიტიური დარღვევების, ნეიროინფექციური პანელის/სექციის წევრი
  • საქართველოს ნევროლოგთა კავშირის საბჭოს წევრი
  • საქართველოს ტკივილის ასოციაციის (International Association of Study Pain IASPE0-ის ნაციონალური წარმომადგენლობა) ვიცე-პრეზიდენტი