კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" ხორციელდება ენდოკრინულ დაავადებათა მულტიპროფილური მენეჯმენტი როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის ეტაპზე, რაც თანამედროვე გაიდლაინების რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასაც მოიცავს.
დიაგნოსტიკა
კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ უახლესი აპარატურით აღჭურვილი დიაგნოსტიკური განყოფილება საშუალებას გვაძლევს პაციენტს ჩაუტარდეს ყველა საჭირო ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევა.
- „კონსილიუმ მედულა“ ჩართულია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის მუნიციპალურ პროგრამაში. სკრინინგში ჩართვა შესაძლებელია უფასოდ, თბილისში რეგისტრირებული 25-70 წლის ქალებისთვის. გაიგეთ მეტი სკრინინგის პროგრამის შესახებ
- „კონსილიუმ მედულა“ ჩართულია დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში. პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია 18+ შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისთვის. პროგრამაში ჩართულ პაციენტებს შეუძლიათ უფასოდ ან თანადაფინანსებით ისარგებლონ პროგრამით განსაზღვრული დიაგნოსტიკური კვლევებით და ამბულატორიული მომსახურებით. გაიგეთ მეტი დიაბეტის პროგრამის შესახებ.
მკურნალობა
კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ენდოკრინოლოგიის წარმატებული განვითარება მულტიპროფილური გუნდის ერთ სივრცეში მუშაობის და დაავადების კონსილიუმის პრინციპით მართვის შედეგია. კლინიკას აქვს ყველა მომიჯნავე სპეციალისტის ჩართვის რესურსი, რომელთა მონაწილეობაც შესაძლოა საჭირო გახდეს ენდოკრინული პაციენტის მკურნალობაში.
დაავადებები
- თირეოიდოლოგია
- დიაბეტოლოგია
- რეპროდუქტოლოგია
- სიმსუქნე და წონის კორექცია
- მასტოპათია